სკოლის შენობა აგებულია 1982 წელს და მას შემდეგ არავითარი სარემონტო სამუშაოები არ ჩატარებია. მხოლოდ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დახმარებით სკოლას გადაეცა ავეჯის მცირე ნაწილი და ადგილობრივი რაიონული ბიუჯეტის დაფინანსებით სკოლის ეზოში აიგო საპირფარეშო ორი განყოფილებით (გოგონებისა და ვაჟებისათვის). ხოლო პროგრამა "ირმის ნახტომის" ფარგლებში სკოლას მიღებული აქვს კომპიუტერები, პრინტერი, ქსეროქსი. სკოლის შენობა მეტად სავალალო მდგომარეობაში იყო და საჭიროებდა რეაბილიტაციას.
კუჭატანის თემი განლაგებულია მდინარე ალაზნის მარცხენა ნაპირზე, ყვარლიდან 15 კმ-ის დაშორებით, ზღვის დონიდან 320 მეტრზე. თემის მოსახლეობის დაახლოებით 25-30% არაქართველი, ეთნიკური ოსია, ამჟამად სკოლაში73 მოსწავლე სწავლობს.
პრობლემების აღწერა: სარეაბილიტაციო სამუშაოების მხრივ სკოლაში მრავალი პრობლემა იყო, რომელიც სწავლის პროცესში ერთ-ერთი მნიშვნელოვან ხელისშემშლელ ფაქტორად გვევლინებოდა. სათემო შეხვედრაზე სკოლის გაუმჯობესების ჯგუფთან, მოსწავლეებთან, პედაგოგებთან, მშობლებთან, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებსა და კურსდამთავრებულებთან ერთად მოხდა იმ პრიორიტეტების განსაზღვრა, რომელიც დაუყონებლივ რეაგირებას მოითხოვდა. კერძოდ: შესაცვლელი იყო დაზიანებული სკოლის სახურავი, რადგან შენობაში ჩამოდიოდა წყალი და შეუძლებელია იყო ზოგიერთ საკლასო ოთახში გაკვეთილის ჩატარება. შესაკეთებელი და შესაღები იყო კედლები და ჭერი, შესაცვლელი იყო იატაკები, კარ-ფანჯრები, დასამონტაჟებელი იყო ახალი ელექტროენერგიის, გათბობისა და საკანალიზაციო სიტემები. ამას გარდა, მოსაწყობი იყო შიდა სანიტარული კვანძები.
პრობლემების გადაჭრა: USAID/CHF-ის მიერ პროგრამა "ბავშვის" ფარგლებში ჩატარდა შემდეგი სარეაბილიტაციო სამუშაოები: ძველი აზბო-შიფერის სახურავი შეიცვალა გოფრირებული თუნუქის სახურავით, შეკეთდა და შეიღება ჭერი და კედლები, დამონტაჟდა ახალი კარ-ფანჯრები, მოიხვეწა და შეიღება იატაკები, შენობის შესასვლელში დამონტაჟდა რკინის კარი. ასევე, დამონტაჟდა ახალი გათბობის სისტემა თავისი საქვაბით, მოეწყო საკანალიზაციო სისტემა და სანიტარული კანძები განლაგდება შენობის შიგნით. შეიცვალა ელექტროგაყვანილობა. აღნიშნული სამუშაოების ჩატარებამ უზრუნველყო ჯანსაღი სასწავლო გარემოს შექმნა.
მოსარგებლეები: USAID/CHF-ის მიერ პროგრამა "ბავშვის" ფარგლებში განხორციელებული რეაბილიტაციის შედეგად 73 მოსწავლე, 31 პედაგოგი და ტექპერსონალი სწავლობა და მუშაობს უკეთეს გარემოში.
თანამონაწილეები: კუჭატანის საჯარო სკოლას რეაბილიტაციის პერიოდში დიდი დახმარება გაუწიეს ადგილობრივი თემის წარმომადგენლებმა, სკოლის პედაგოგებმა, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების თანამშრომლებმა. კერძოდ, კომპიუტერული ტექნიკის გადატანა და დასაწყობება მოხდა უფასოდ.
სკოლის გაუმჯობესების გეგმები და მდგრადობა შენარჩუნების სახელმძღვანელო: პროგრამის ფარგლებში მოხდა კუჭატანის საჯარო სკოლის გაუმჯობესების გეგმის შემუშავება, რომელიც სკოლის სიცოცხლისუნარიანობისა და აქტიურობის გაზრდისკენ არის მიმართული. დეტალური ინფორმაციისათვის გთხოვთ იხილოთ კუჭატანის საჯარო სკოლის გაუმჯობესების გეგმა თანდართული სახით. ამას გარდა, სკოლა გაეცნო "ბავშვი" პროგრამის ფარგლებში შემუშავებულ მდგრადობა-შენარჩუნების სახელმძღვანელოს და აღნიშნულ საკითხზე ტრეინინგიც ჩაუტარდა.
პარტნიორები: საგანმანათლებლო რესურსცენტრი, ადგილობრივი ხელისუფლება.
სკოლის საკონტაქტო ინფორმაცია:
- სკოლის მისამართი: კუჭატანის საჯარო სკოლა, ყვარელი, კახეთი