28.11.16

''ეტალონი მოსწავლის'' ტიტულს კუჭატნის სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე გიორგი საიქვაძე დაეუფლა

 სოციალურ-საგანმანათლებლო პროექტ "ეტალონის" შემოქმედებითი გუნდი, წამყვანთან, გოჩა ტყეშელაშვილთან ერთად დღეს ყვარელს სტუმრობდა. 
ინტელექტ-შეჯიბრში ყვარლის სკოლებიდან გამორჩეული ახალგაზრდები მონაწილეობდნენ.
შეჯიბრის მონაწილეებს გულშემატკივრები ამხნევებდნენ.
ღონისძიებას ყვარლის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, რესსურსცენტრის წარმომადგენლები, სკოლების დირექტორები, პედაგოგები, მოსწავლეები და მათი მშობლები ესწრებოდნენ.  

შეჯიბრში გამარჯვებულს ‘’ყვარლის ეტალონი მოსწავლის" გიორგი საიქვაძეს (კუჭატნის სკოლა) ტიტული მიენიჭა და ის გაზაფხულზე, ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მიიღებს მონაწილეობას. 
"ეტალონი" 2016-2017 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და ადგილზევე გამოავლენს "ეტალონ მოსწავლეებს". 
პროექტი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარეობს. 

ინტელექტ-შეჯიბრის დასრულების შემდეგ, ''ეტალონის'' წამყვანი, გოჩა ტყეშელაშვილი, ყვარლის სკოლის დირექტორებს შეხვდა, სადაც განიხილეს "ეტალონის" სამომავლო გეგმები და ისაუბრეს განათლების ზოგად საკითხებზე.
ინტელექტ-შეჯიბრის რეიტინგში მე-9 ადგილზე გავიდა ბალღოჯიანის სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე გურანდა იობაშვილი (73 ქულა). 

მე-8 ადგილზე გავიდა ყვარლის N1 სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე თამარ გაგნიძე (74 ქულა).

მე-7 ადგილზე გავიდა ენისლის სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე მარიამ ოქროპირიძე (75  ქულა).

მე-6 ადგილზე გავიდა სანავარდოს სკოლის მე-8 კლასის მოსწავლე გურამი ტატურაშვილი (77 ქულა). 

მე-5 ადგილზე გავიდა შილდის N2 სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე თეონა ნარგიზაშვილი (77 ქულა).

მე-4 ადგილზე გავიდა შილდის N2 სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე გიორგი მჭედლიშვილი (78 ქულა). 

მე-3 ადგილზე გავიდა ჩანტლისყურის მე-9 კლასის მოსწავლე შამილ საიდოვი (78 ქულა).

მე-2 ადგილზე გავიდა შილდის N2 სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე ვასილ ბერიაშვილი (82 ქულა). 

''ეტალონი მოსწავლის'' ტიტულს კუჭატნის სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე გიორგი საიქვაძე დაეუფლა (83 ქულა). 
ინფორმაცია მომზადებულია www.etaloni.ge -ს მასალების გამოყენებით