21.3.23

,,ჩვენ ყველა ერთად, ერთმანეთისთვის,,. კუჭატნის სკოლაში დაუნის სინდრომის დღე აღნიშნეს

✅21 მარტს, დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე აღინიშნა კუჭატნის საჯარო სკოლაში. სპეც მასწავლებლების, მაია მჭედლიშვილის და თამარ ლაფაჩიშვილის მიერ მოხდა ინფორმაციის გაცნობა მოსწავლეებისთვის, ამ თემაზე შექმნილი ბროშურები დაურიგდათ დირექტორს და მასწავლებლებს. კომპიუტერული ტექნოლოგიების კაბინეტში გაიამართა ვიდეორგოლის ჩვენება დაუნის სინდრომთან დაკავშირებით, ხოლო რესურს ოთახში ჩატარდა სხვადასხვა აქტივობა, სადაც სკოლის ყველა მოსწავლე იყო ჩართული პირველიდან მეთორმეტე კლასამდე. მადლობას ვუხდით სკოლის დირექტორს ნინო მელქოშვილს, ადმინისტრაციას და პედაგოგებს გვერდში დგომისთვის,განსაკუთრებული მადლობა ხელოვნების მასწავლებელს დღის გაფორმების და მხარდაჭერისთვის. ,,ჩვენ ყველა ერთად, ერთმანეთისთვის,,.