19.12.12

ამერიკის პირველი პრეზიდენტი


დაიბადა ბრიტანული წარმოშობის მდიდარ ოჯახში, ვირჯინიის პროვინციაში. ვაშინგტონი მუშაობდა თავისი ნახევარ-ძმის პლანტაციაში, მაუნთ ვერნონში, რომელიც შემდგომ მემკვიდრეობით მიიღო. ოფიცერმა ჯორჯ ვაშინგტონმა ყურადღება პირველად ფრანგებისა და ინდიელების ომში (1754-1763 ) მიიქცია. გარკვეული დროის შემდეგ მან დასტოვა თავის პოსტი, რათა ექორწინა მართა დენდრიჯ ფარქ-ქასთისზე, მდიდარ, ორ შვილიან ქვრივზე. იგი არჩეულ იქნა მოქალაქეთა პალატაში და ამერიკის რევოლუციის დაწყებისთანავე მისი ლიდერი გახდა, იგი ესწრებოდა კონტინენტალური კონგრესის ორივე მოწვევას. ამერიკის რევოლუციის დროს (177583) ვაშინგტონი დანიშნულ იქნა კონტინენტალური არმიის მთავარსარდლად, მისი მეთაურობით კონტინენტალურმა არმიამ ბრიტანელებზე გაიმარჯვა.
ჯორჯ ვაშინგტონი, 1789 წელს, მას შემდეგ რაც ამერიკის შეერთებული შტატების კონსტიტუცია იქნა მიღებული, არჩეულ იქნა ამერიკის შეერთებული შტატების პირველ პრეზიდენტად. მისი ორი ვადით პრეზიდენტობის დროს დაარსებული იქნა ძირითადი ინსტიტუტები და სტრუქტურები, რომლებიც დღემდე მოქმედებენ. 1797 წელს მეორე საპრეზიდენტო ვადის გასვლის შემდეგ ჯორჯ ვაშინგტონი დაბრუნდა მაუნთ ვერნონში სადაც სიცოცხლის უკანასკნელი დღეები გაატარა და გარდაიცვალა.
გრიგორიანული კალენდრის მიხედვით, ჯორჯ ვაშინგტონი დაიბადა ვესმორლენდ ქაუნთიში, ვირჯინია, 1732 წლის 22 თებერვალს.
მისი მშობლები იყვნენ აუგუსტინ ვაშინგტონი (16931743) და მერი ბელი (17081789). ბავშვობის უმეტესობა ჯორჯმა გაატარა ფრედერიქსბურგთან მდებარე ფერმაში (Ferry Farm), ის ხშირად სტუმრობდა თავის ბიძაშვილებს ქინგ ჯორჯ ქაუნთიში. 1752 წლის 4 თებერვალს ჯორჯ ვაშინგტონი მიღებულ იქნა მასონთა ლოჟაში. იმავე წელს მან მემკვიდრეობით მიიღო მაუნთ ვერნონში მდებარე პლანტაცია.
1775 წლის 15 ივნისს, კონტინენტალურმა კონგრესმა, ჯორჯ ვაშინგტონი საიდუმლოდ დაამტკიცა ახალ ჩამოყალიბებული კონტინენტალური არმიის მთავარსარდლად (ინგლ. commander in chief). ინიციატივა მისი დანიშვნის შესახებ წამოაყენა მასაჩუსეტსის შტატის დელეგატმა ჯონ ადამსმა. ვაშინგტონი არმიის ხელმძღვანელობას 3 ივლისიდან შეუდგა.
1776 წლის 17 მარტს ვაშინგთონმა წარმატებით გააძევა ბრიტანული არმია ბოსტონიდან, მას ამაში დორჩესტერის მაღლობზე განთავსებული არტილერია დაეხმარა. ბრიტანულმა არმიამ, რომელსაც ხელმძღვანელობდა გენერალი უილიამ ჰოუი, ჰალიფაქსისკენ (კანადა) გადაინაცვლა, ხოლო ვაშინგტონის არმია ქალაქ ნიუ-იორკში დაბანაკდა. 22 აგვისტოს ვაშინგტონმა დათმო ლონგ-აილენდის ბრძოლა, თუმცა თავისი ჯარის უდიდესი ნაწილის გადარჩენა მოახერხა, რამდენიმე მომდევნო ბრძოლის შედეგად ვაშინგტონმა ნიუ-ჯერსისკენ დაიხია და ეჭვქვეშ დადგა რევოლუციის ბედი.
1776 წლის 25 დეკემბრის ღამეს, ვაშინგტონის არმიამ გადაკვეთა მდინარე დელავერი, რათა შეეტია გერმანელთათვის ტრენტონში (ნიუ ჯერსი). ამ შეტევას მოჰყვა, გენერალ ჩარლზ ქორნუოლესის ჯარებზე თავდასხმა, 1777 წლის 2 იანვარს.
ამავე წელს, გენერალი ჰოუი შეტევაზე გადავიდა და დაამარცხა რა ვაშინგთონის ჯარები ბრანდიუაინის ბრძოლაში 11 სექტემბერს აიღო კოლონიების მთავარი ქალაქი ფილადელფია. ამერიკელების საპასუხო შეტევა, გერმანთაუნის ბრძოლა კრახით დასრულდა, ვაშინგტონი იძულებული იყო ველი ფორჯში დაბანაკებულიყო, სადაც მის ჯარისკაცებს გაუკეთეს ვაქცინა ყვავილის საწინააღმდეგოდ.
1777 წელს გენერალ ჰორაციო გეითსმა და გენერალ ბენედიქტ არნოლდმა, გაიმარჯვეს სარატოგას ბრძოლაში, აქ დიდი როლი ითამაშა ვაშინგტონმა, რომლის არმიაც ბრიტანელების ძირითად ძალებს აკავებდა ქვეყნის შუაგულში.
1779 წელს ვაშინგტონმა არმიის ნაწილი სალივანის ლაშქრობაზე გაგზავნა, ეს იყო თავდასხმა იროკეზთა კონფედერაციაში შემავალი ექვსი ტომიდან, ოთხზე რომლებიც შეეკვრნენ ბრიტანელებს. 40 სოფელზე მეტი გაანადგურეს ამ ლაშქრობისას.
1781 წელს ამერიკელების და ფრანგების საერთო ძალებმა, ფრანგული ფლოტის დახმარებით, ალყა შემოარტყა გენერალი ქორნუოლესს იორქთაუნში (ვირჯინია). 14 სექტემბერს ვაშინგტონი თავისი ჯარით შეუერთდა მათ. ბრძოლის შედეგად ბრიტანული არმია დანებდა და საბოლოოდ წერტილი დაესვა მათ წინააღმდეგობას.
მოგვიანებით 1783 წელს, პარიზის ზავის ხელმოწერის შედეგად, დიდი ბრიტანეთის სამეფომ აღიარა ამერიკის დამოუკიდებლობა.