ტაიმს-სქვერი (Times Square) მანჰეტენის, ნიუ-იორკ სიტი, ერთ-ერთი უბანია, ცენტრით 42-ე ქუჩისა და ბროდვეის გადაკვეთაზე და სახელი ერთ დროს ნიუ-იორკ ტაიმსის
შტაბ-ბინის მდებარეობის გამო დაერქვა. უბანი მოიცავს ბლოკებს მე-6 და მე-9
ავენიუებს შორის აღმოსავლეთიდან დასავლეთზე და 39-ე და 52-ე ქუჩებს შორის
სამხრეთიდან ჩრდილოეთზე. ის შეადგენს მიდთაუნ-მანჰეტენის კომერციული ზონის დასავლეთის ნაწილს.ნიუ-იორკ ტაიმსის გამომცემელმა ადოლფ ოხსმა გაზეთის საოპერაციო ნაწილი
ახალ შენობაში გადაიტანა 42-ე ქუჩაზე ადგილზე, რომელიც იმ დროს ცნობილი
იყო, როგორც ლონგაქრის მოედანი. ოხსმა დაიყოლია ქალაქის მერი ჯორჯ
მაკკლელანი ამ ადგილას მეტროს სადგური აეშენებინა და მოედნისთვის კი
"ტაიმს-სქვერი" დაერქვა. 1904 წლის 8 აპრილს
საზეიმო ცერემონიალზე მერმა მაკკლელანმა ამ მოედანს ოფიციალურად
"ტაიმს-სქვერი" დაარქვა. სამ კვირაში 46-ე ქუჩისა და ბროდვეის კუთხეში
მდებარე ბანკის შენობაზე პირველი სარეკლამო პანო გამოჩნდა.
ტაიმსი ყოფილი შენობიდან 1913
წელს გადავიდა, თუმცა ეს უბანი არ მიუტოვებია. ცათამბჯენი, რომელსაც ადრე
"ელაიდ ქემიკალ ბილდინგი" ერქვა, ხოლო ამჟამად ცნობილია როგორც #1 ტაიმს-სქვერი, ყოველწლიურად ნიუ-იორკის ახალი წლის მთავარი საზეიმო ცერემონიალის - საახალწლო ბურთის ვარდნის ადგილია. 1907 წლის 31 დეკემბერს
ახალი წლის აღმნიშვნელი ბურთი პირველად იქნა ჩამოგდებული ტაიმს-სქვერზე და
მას შემდეგ ის ნიუ-იორკის საახალწლო ზეიმის მთავარ შემადგენელ ნაწილად
იქცა. ამ ღამეს ასობით ათასი ადამიანი იკრიბება მოედანზე უოტერფორდის
კრისტალის ბურთის შენობის ქიმზე ჩამოსვლის საყურებლად.
|