თუ კარგად გავეცნობით ამერიკის შეერთებული შტატების საზოგადოებაში
არსებულ შეხედულებებს რელიგიის თაობაზე, ასევე ამერიკელების რელიგიურ
წარმოდგენებს, ადვილად მივხვდებით, რომ ამერიკის შეერთებული შტატები
რელიგიური სახელმწიფოა, გაცილებით რელიგიური, ვიდრე, მაგალითად გერმანია.
ეს ასეა მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ში, ევროპისაგან განსხვავებით, არ
არსებობს სახელმწიფო ეკლესია, პირიქით: ამერიკაში სახელმწიფო და ეკლესია
მკვეთრადაა ერთმანეთისაგან გამიჯნული. აშშ-ში რელიგია კომუნიკაციის
ხელშემწყობი ფაქტორია. რელიგიური ინსტიტუტები და ჯგუფები შეხვედრებისა და
საერთო მოქმედებების შესაძლებლობებს იძლევიან. რელიგიური კუთვნილება ბიძგს
აძლევს ისეთი კავშირების შექმნას, რომელიც ფრიად სასარგებლოა
ადამიანისათვის სამსახურში, პოლიტიკასა თუ მოღვაწეობის სახვა სფეროებში.
ამიტომ, არ უნდა გაგვიკვირდეს ის, რომ მაგალითად მნიშვნელოვან
თანამშრომლებთან ურთიერთობის დამყარებისათვის ადამიანს ხშირად პროფესიულ
წარმატებასთან შედარებით ეკლესია და სინაგოგა უფრო ეხმარება. რელიგია
საზოგადოებას აშშ-ში ხშირად სხვადასხვა რელიგიებსა თუ დენომინაციებს შორის
ურთიერთობებისათვის საუკეთესო შესაძლებლობებს სთავაზობს. მაგალითად,
კალიფორნიის შტატში, ქალაქ ბერკლიში, ფუნქციონირებს კურსდამთავრებულ
თეოლოგთა კავშირი (Graduate theological Union [www.gtu.edu]), რომელიც
თეოლოგიური პროფილის მქონე საერთო საზოგადოებრივი საგანმანათლებლო
დაწესებულებაა, განკუთვნილი სასულიერო თუ ნებისმიერი დაინტერესებული
პირისათვის. ეს ინსტიტუტი თანაბრად ხელმისაწვდომია კათოლიკეების
(დომინიკანელების, ფრანცისკანელების, იეზუიტების), ლუთერანების,
ანგლიკანების (ეპისკოპალური ეკლესია), პრესბიტერიანელების, ბაპტისტების,
უნიატების, სხვა პროტესტანტების, მართლმადიდებელი ქრისტიანების,
იუდეველებისა და ბუდისტებისათვის. მსგავსი რამ ხომ სრულიად წარმოუდგენელია,
მაგალითად, გერმანიაში!აშშ-ში რელიგია კომუნიკაციისათვის დამაბრკოლებელიც
შეიძლება აღმოჩნდეს. ბზარი რელიგიურ ლიბერალებსა და კონსერვატორებს შორის
ძალზედ დიდია. ფუნდამენტალიზმი და ევანგელიკალიზმი ერთის მხრივ
განხეთქილებას, მეორეს მხრივ კი აგრესიულ მისიონერობას აძლევს ბიძგს.
მსგავსი შეხედულებების მქონე ადამიანები ძალადობენ ყველაფერზე, რაც
უღმერთობად (მაგალითად, აბორტის კლინიკები) მიაჩნიათ. გარდა ამისა,
ამერიკის შეერთებული შატატების ბევრ საჯარო ბიბლიოთეკასა და სკოლაში
წააწყდებით ცენზურას, რაც უმეტეს წილად რელიგიური მოსაზრებებითაა
განპირობებული. რელიგია აშშ-ში მეტად წინააღმდეგობრივ ფენომენს
წარმოადგენს:ო თუ ამერიკა ერთის მხრივ რელიგიური მოსაზრებების გამო
დევნილთა ნავსაყუდელი იყო, მეორე მხრივ გულწრფელი ათეისტი ვერასოდეს
გახდება ამ სახელმწიფოს პრეზიდენტი.ო თუ აშშ ერთის მხრივ წარმოდგენს
ერთგვარ რელიგიურ სუპერმარკეტს პოზიტიური თვალსაზრისით, მეორე მხრივ, ამ
ქვეყანაში ფართო გასაქანი აქვს რელიგიურ შეზღუდულობას (მაგალითად
ევოლუციონიზმის თეორიასთან მიმართებაში). თუ ამერიკის შეერთებულ შტატებში
ერთის მხრივ სახელმწიფო და ეკლესია რეალურადაა ერთმანეთისაგან გამიჯნული,
მეორე მხრივ ამერიკელი პოლიტიკოსები უსინდისოდ და ფარისევლურად იყენებენ
რელიგიას თავიანთი ინტერესებისათვის.