კუჭატნის სკოლა შეუერთდა გუგლის ახალ პრიექტს "გუგლის საკლასო ოთახი". პროექტში გავწევრიანდით დომენით: www.kuchatani.org
ტექნოლოგიური გიგანტი Google სასწავლო პროცესის გამარტივების მიზნით ახალ
პროგრამას „სასწავლო ოთახი“ უშვებს. პროგრამა სრულიად ინოვაციური და
უფასოა. სისტემა ინტეგრირდება Google Docs-ში, Drive-სა და Gmail-ში.
„საკლასო ოთახი“ საგანმანათლებლო პროცესის მხარდაჭერის მიზნით შეიქმნა. მისი დახმარებით კომუნიკაცია მასწავლებელსა და მოსწავლეებს შორის იოლდება, ადვილი ხდება შეხვედრების დანიშვნა. „საკლასო ოთახის“ გამოყენებით პედაგოგს ფურცლების გარეშე შეუძლია, შეაგროვოს და გაასწოროს მოსწავლეების საშინაო დავალებები, ორგანიზება გაუწიოს ყოველდღიურ კურიკულუმს და ეკონტაქტოს მოსწავლეებს ნებისმიერი ადგილიდან.

ახალი პროგრემა ჩართული იქნება Google-ის საგანმანათლებლო პროგრამების პაკეტში, რომელიც ტრადიციულად ელექტრონულ ფოსტას, კალენდარს და დოკუმენტების შექმნის აპლიკაციას მოიცავს. თუმცა მას სტუდენტები და მასწავლებლები შექმნიან.
„როგორც მათემატიკის ყოფილმა მასწავლებებლმა კარგად ვიცი პედაგოგები რამდენ ღირებულ დროს ხარჯავენ მსგავსი რაღაცების კეთებაში,“ წერს „საკლასო ოთახის“ პროდუქტ მენეჯერი ზაკ იესკელი. „ისინი დილით ადრე იღვიძებენ, რომ ტესტები გაასწორონ, ყოველ დღე აგროვებენ და შემდეგ გასწორებულ ქაღალდებს უბრუნებენ მოსწავლეებს. ასლების გადაღებაც დიდი პრობლემაა მათთვის. მაგრამ დღევანდელი ტექნოლოგიის წყალობით, ეს ასე აღარ გაგრძელდება.“
„მთელი გასული წელი ჩვენ პედაგოგებთან ერთად ვმუშაობდით მარტივი სისტემის შეაქმნაზე. დღეიდან კი მათ უკვე შეუძლიათ მთელი დრო საყვარელ საქმეს - სწავლებას დაუთმონ.“
Google-ს
„საკლასო ოთახი“ ხელმისაწვდომია ყველა სკოლში, რომელიც Google-ის
საგანმანათლებლო პროგრამების პაკეტის მოხმარებას გადაწყვეტს.
დამატებით ინფორმაციას მოგვიანებით შემოგთავაზებთ.