ზეიმი ყვარლის რესურსცენტრის უფროსის, ქალბატონ ქეთევან ჭიპაშვილის სტუმრობამ უფრო მეტად გაალამაზა. პატარებმა წარმოადგინეს ნაწყვეტი ილია ჭავჭავაძის ნაწარმოებიდან "კაცია ადამიანი?!"
წაიკითხეს პოეტ ნელი თედეიშვილის შემოდგომისადმი მიძღვნილი ლექსები, ბევრი იცეკვეს და იმღერეს. ღონისძიების ბოლოს კი ჩურჩხელები ამოავლეს და გემრიელი თათარით ჩაიტკბარუნეს პირი.