ეს თარიღი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით 2011 წლიდან დაწესდა და მსოფლიოს უმრავლეს ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც, აღინიშნება.
რამ განაპირობა ასეთი მასშტაბური საერთაშორისო ღონისძების ჩატარება? – სოციუმის არასწორმა და მწირმა ინფორმაციამ ამ სინდრომის შესახებ. რაც დიდ გავლენას ახდენს და ურთულებს დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებს ცხოვრებას.
იმისათვის, რომ დავამსხვრიოთ სტერეოტიპები, გვქონდეს სწორი და სრულფასოვანი ინფორმაცია სინდრომის შესახებ, შევეცდები ყველასათვის გასაგებ ენაზე მოგაწოდოთ საჭირო მასალა.
ადამიანს აქვს 23 წყვილი ქრომოსომა. ამ წყვილიდან ერთს იღებს დედისგან, ხოლო მეორეს მამისგან. ნორმაში უმწიფარი სასქესო უჯრედების დაყოფისას ქრომოსომული წყვილები ერთმანეთს სცილდება და თითოეული მწიფე სასქესო უჯრედი 23 ქრომოსომას იღებს. განაყოფიერებისას ანუ დედისეული და მამისეული უჯრედების შერწყმისას ქრომოსომების ნორმალური ნაკრები აღდგება. დაუნის სინდრომის საფუძველია ერთ-ერთი (21-ე) ქრომოსომული წყვილის დაუშლელობა. შედეგად ბავშვს უჩნდება ზედმეტი (მესამე) 21-ე ქრომოსომა. ამ მდგომარეობას ქრომოსომების 21-ე წყვილის ტრისომია ეწოდება.დაუნის სინდრომს უმეტესად სწორედ ამ ტიპის ტრისომია ახასიათებს.
ამ სინდრომის მქონე ბავშვი გვიან სწავლობს ჯდომას, სიარულს, ლაპარაკს, თამაშს, საყოფაცხოვრებო, ყოველდღიურ ჩვევებს, მაგრამ სწავლობს !! დაუნის სინდრომის მქონე ბავშვები ძალიან მგრძნობიარენი არიან ფიზიკური და სოციალური გარემოსადმი. მათი წყენინება ძალიან ადვილად შეიძლება; ამავე დროს ისინი სწრაფად რეაგირებენ მეგობრულ და მშვიდ დამოკიდებულებაზე. მათ უყვართ სხვა ადამიანებთან ურთიერთობა, სიახლე, ცნობისმოყვარენი არიან(ურიგო არ იქნება ბევრმა მათ მიბაძოს 🙂 ). ნელა სწავლობენ და ნელა ითვისებენ ჩვევებს ,მაგრამ ისინი ძალიან მონდომებულნი არიან; მათი წახალისება მეტად ეფექტურია სწავლების და აღზრდის პროცესში.
გარეგნული მსგავსება დიდია, თუმც, არც ერთი დაუნის სინდრომის მქონე ბავშვი ერთმანეთს არ ჰგავს. მათ, ისევე როგორც სხვა ბავშვებს განსხვავებული უნარ-შესაძლებლობები და ნიჭი აქვთ. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია სოციუმის სწორი დამოკიდებულება ასეთი ადამიანების მიმართ… არ აქვს მნიშვნელობა ქრომოსომების რაოდენობას…
|
21 მარტი |
|
ნუ დაითვლით ქრომოსომებს |
|
ნუ დაითვლით ქრომოსომებს |
|
ნუ დაითვლით ქრომოსომებს |
|
ნუ დაითვლით ქრომოსომებს |
|
ნუ დაითვლით ქრომოსომებს |
|
ნუ დაითვლით ქრომოსომებს |
|
ნუ დაითვლით ქრომოსომებს |
|
ნუ დაითვლით ქრომოსომებს |