ყოველი წლის 8 მარტს ქალთა საერთაშორისო
დღე აღინიშნება. პირველად ეს დღე 1909 წლის 28 თებერვალს ამერიკის
შეერთებულ შტატებში აღინიშნა.
ჩვენი სკოლის I-II კლასელებმა, კლასის ხელმძღვანელის ანნა ხარებაძის და მუსიკის მასწავლებლის თამარ ქოჩიშვილის ორგანიზებით ლამაზი ღონისძიებით მიულოცეს ქალებს 8 მარტი.
მოდით გავიხსენოთ ამ დღის ისტორია.
საერთაშორისო დღის აღნიშვნის ისტორია
მე-19 საუკუნის მიწურულს იღებს სათავეს. 1857 წლის 8 მარტს, ნიუ-იორკის
სამკერვალო ფაბრიკების მუშა-ქალები გაიფიცნენ. მათი პროტესტის მიზეზი მცირე
ხელფასი და გაუსაძლისი სამუშაო პირობები იყო. ქუჩაში გამოსული გაფიცული
ქალები პოლიციამ დაარბია. ორი წლის შემდეგ იმავე თვეს, სწორედ ამ ქალებმა
დააარსეს პირველი პროფკავშირი. მომდევნო წლებში, სწორედ 8 მარტს უფრო მეტი
და ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციები იმართებოდა. 1908 წელს 15 000
ქალბატონი გამოვიდა ნიუ-იორკის ქუჩებში მოკლე სამუშაო დღის, უკეთესი
ანაზღაურებისა და არჩევნებში ხმის მიცემის უფლების მოთხოვნით. 1910 წელს
კოპენჰაგენში ჩატარდა პირველი ქალთა საერთაშორისო კონფერენცია. ამ
ყრილობაზე დაფუძნდა ქალთა საერთაშორისო დღე გავლენიანი გერმანელი
სოციალისტის, კლარა ცეტკინის ინიციატივით. ზუსტად ერთი წლის შედეგ, 6
მარტს, ქალთა სოლიდარობის მიზნით მილიონზე მეტი ადამიანი გამოვიდა
ავსტრიაში, დანიაში, გერმანიასა და შვეიცარიაში. პირველი მსოფლიო ომის
დაწყებისას, 1913 წლის 8 მარტს, ქალებმა მთელი ევროპის მასშტაბით
სამშვიდობო მსვლელობა მოაწყეს. ამჟამად ქალთა უფლებების დაცვის
ორგანიზაციები, მსოფლიოს გარშემო ყოველწლიურად 8 მარტს მრავალ ღონისძიებას
ატარებენ. მსოფლიოს მრავალი ქვეყნის მთავრობა და ორგანიზაცია უჭერს მხარს
ქალთა საერთაშორისო დღეს და მისდამი ინტერესი დღითიდღე იზრდება.