21.4.18

მუსიკალური ვიქტორინა

 20 აპრილს კუჭატნის სკოლაში, მუსიკის პედაგოგის თამარ ქოჩიშვილის ორგანიზებით, მოეწყო მუსიკალური ვიქტორინა, რომელშიც სხვადასხვა კლასების მოსწავლეები მონაწილეობდნენ. ბავშვები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ მუსიკის მიმართულებების, მუსიკალური ნაწარმოებების, მუსიკოსების და კომპოზიტორების შესახებ ცოდნაში. გამოიცნეს მუსიკალური ნაწყვეტები ქართული ფილმებიდან. დახატეს მუსიკალური ინსტრუმენტები, შეასრულე მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები. ღონისძიებას აფასებდა ჟიური, რომლის წევრებიც იყვნენ პედაგოგები ნადეჟდა ნადირაშვილი და დავით თედეიშვილი, ასევე სამეურვეო საბჭოს თავჯდომარე ეთერ გელაშვილი.
ვიქტორინის ბოლოს გამოვლინდა გამარჯვებული გუნდი, ყველაზე აქტიური მოსწავლეები კი ფასიანი საჩუქრებით დააჯიდოვეს ორგანიზატორმა, მუსიკის მასწავლებელმა თამარ ქოჩიშვილმა და სკოლის დირექტორმა ნინო მელქოშვილმა.