წრის შესახებ
სამოქალაქო განათლების წრე IX კლასში ( პედაგოგი თამარ
მელქოშვილი )
ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით სამოქალაქო განათლებას
ნაკლები ეთმობა. საჭიროდ ჩავთვალე ჩმომეყალიბებინა წრე.
წრე შექმნილია 2019-2020 სასწავლო წლის I სემესტრში. წრე დაკომოლექტებულია IX კლასის მოსწავლეებით:
1. დარჩიაშვილი ქეთი
2. მამაციანი ზურა
3. მიჩილაშვილი ლექსო
4. ფეიქრიშვილი ანრი
5. ჯაგიევი კოტე
საქართველოს მოქალაქეების იდეორი, ეთნიკური,
ენობრივი თუ რელიგიური მრავალფეროვნება და ურთიერთთანადგომა ისტორიულად ჩვენი სამშობლოს
სიძლიერის მნიშვნელოვან მასაზრდოებელ წყაროს წარმოადგენდა. დღეს ამას დემოკრატიულ ფასეულობებსა
და ქვეყნის ეკონომიკური ძლიერების პრინციპებში გარკვევა და მონაწილეობა ემატება. ამიტომ
სამოქალაქო საკითხებში გათვითცნობიერება ახალ მნიშვნელობა იძენს, ამიტომ საჭიროდ ჩავთვალე
ჩამომიყალიბდება წრე სამოქალაქო განათლებაში.
წრის შესახებ გავესაუბრე ბავშვებს და მათ მშობლებს,
მივიღე თანხმობა, რის შემდეგაც გავაცანი მათ საწრეო მუშაობის პროგრამა და მეცადინეობის
ხანგრძლივობა. ავირჩიეთ საწრეო მუშაობაში ჩართული ყველა მოსწავლეებისათვის სასურველი
დღე ორშაბათი, მეშვიდე გაკვეთილი ( 45 წუთი ) და შევუდექით მუშაობას.
საწრეო მუშაობის
ხანგრძლივობა და შეხვედრების განრიგი
წრე ტარდება კვირაში ერთხელ ორშაბათს, მეშვიდე
გაკვეთილზე. წრეზე განსახილველი საკითხები წინასწარ არის გაწერილი, რომელიც ემსახურება
მოსწავლის სააზროვნო და კრიტიკული უნარების განვითარებას.
წრის ხელმძღვანელი თამარ მელქოშვილი
სამოქალაქო განათლების საწრეო მუშაობის გეგმა.
მრავალფეროვანი გარემო და მშვიდობიანი თანაარსებობა.
1. 7.10 წრის მიზანი
2. 21.10 კულტურა და მისი მრავალფეროვნება
3. 28.10 საქართველოს კულტურული მრავალფეროვნება
4. 4.11 რელიგია როგორც კულტურის ფენომენი
5. 11.11 ტოლერანტობა
6. 18.11 თანასაწორობა
7. 25.11 დისკრიმინაცია და მისი სახეები