9.10.19

წრე მოქალაქეობაში VII კლასში ( პედაგოგი თამარ მელქოშვილი )


                                                                         წრის შესახებ
                        წრე მოქალაქეობაში  VII  კლასში ( პედაგოგი თამარ მელქოშვილი )
    ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით საგანი „ მოქალაქეობა“ წელს შემოვიდა პირველად მეშვიდე კლასში. საჭიროდ ჩავთვალე ჩამომეყალიბებინა წრე.
     წრე შექმნილია 2019-2010 სასწავლო წლის  I სემესტრში და დაკომპლექტებულია  VII კლასის მოსწავლეებით.
1.       დარჩიაშვილი მამუკა
2.       დენტოშვილი შალვა
3.       მინდიაშვილი ბექა
4.       სოლომნიშვილი ნიკა

   საგანი “მოქალაქეობა“ მოსწავლეებს დაეხმარება უკეთ გაერკვნენ საკუთარ უფლებებსა და მოვალეობებში, დემოკრატიის პრინციპებისა და ეკონომიკის ელემენტების გაგებაში, საკუთარი მოქალაქეობრივი როლის აღქმაში.
    „მოქალაქეობა“ უპირველესად მოზარდის დამოუკიდებელი აზროვნების ფორმირებას და სრულფასოვან მოქალაქედ ჩამოყალიბებად ისახავს მიზნად. ამიტომ საჭიროდ ჩავთვალე ჩამომეყალიბებინა წრე „მოქალაქეობაში“.
     წრის შესახებ ვესაუბრე მოსწავლეებსა და მათ მშობლებს, რომლებიც ჩემს ინიციატივას დადებითად შეხვდნენ. გავაცანი საწრეო მუშაობის პროგრამა და მეცადინეობის ხანგრძლივობა. ავირჩიეთ ყველა საწრეო მუშაობაში ჩართული მოსწავლეებისათვის სასურველი დღე, სამშაბათი, მეშვიდე გაკვეთილი ( 45 წუთი ) და შევუდექით მუშაობას.

                               საწრეო მუშაობის ხანგრძლივობა და შეხვედრების განრიგი
  წრე ტარდება კვირაში ერთხელ, ოთხშაბათს, მეშვიდე გაკვეთილზე.
   წრეზე განსახილველი საკითხები წინასწარ არის გაწერილი, რომელიც ემსახურება მოსწავლის ცნობიერების ამაღლებას საგანში, სააზროვნო და კრიტიკული უნარების განვითარებას.
   საწრეო მუშაობის გეგმა მოქალაქეობაში:
1.       9.10  წრის მიზანი
2.       16.10 ჯანსაღი ცხოვრების წესი
3.       23.10  დღის რეჟიმი, ჩემი თეფში
4.       30.10  თამბაქო, ალკოჰოლი
5.       6.11    ხალხური თქმულება ღვინოზე
6.       13.11  აივ-ინფექცია
7.       20.11  ნარკოტიკი
8.       27.11  ტუბერკულოზი