1.10.19

ქიმიის წრე XI კლასში პედაგოგი: მაია მირზიკაშვილი


მე- XI კლასში ერთი მოსწავლეა, მას გადაწყვეტილი აქვს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ჩააბაროს ქიმია. ბავშმა მომმართა თხოვნით, რომ ჩამომეყალიბებინა წრე და გვემეცადინა ქიმიაში. გავესაუბრე მის მშობელს, რომელიც დადებითად შეხვდა ამ იდეას. შევქმენი უფასო ქიმიის წრე. გავაცანი მათ საწრეო მუშაობის პროგრამა და ხანგრძლივობა. ავირჩიეთ მოსწავლისათვის სასურველი დღე სამშაბათი მე-7 გაკვეთილი, 45 წთ. წრე შეიქმნა 2019-2020 სასწავლო წლის პირველ სემესტრში.
   წრეს ესწრება XI კლასის მოსწავლე მარიამ ჯაგიევი.

საწრეო მუშაობის ხანგრძლივობა და შეხვედრების განრიგი
   წრე ტარდება კვირაში ერთხელ სამშაბათს მე-7 გაკვეთილზე 45 წთ. წრეზე განსახილველი საკითხები წინასწარ არის გაწერილი, რომელიც ხელს უწყობს მოსწავლის სააზროვნო, დამოუკიდებელი და კრიტიკული უნარ-ჩვევების განვითარებას, ასევე თეორიული ცოდნის პროცედურულ ცოდნად გარდაქმნას.
წრის ხელმძღვანელი: მაია მირზიკაშვილი.
ქიმიის საწრეო მუშაობის გეგმა
N
რიცხვი, თვე
სამუშაო გეგმა
1
01.10
ორგანულ ნაერთთა აღნაგობა.
2
8.10
სტრუქტურული ფორმულების შედგენა.
3
15.10
ალკანების ჰომოლოგიური რიგი.
4
22.10
იზომერია და ნომენკლატურა ალკანებში.
5
29.10
ალკანების ქიმიური თვისებების რეაქციებზე ვარჯიში.
6
5.11
ალკენების ზოგადი ფორმულის მიხედვით მოლეკულური ფორმულის შედგენა.
7
12.11
იზომერია და ნომენკლატურა ალკენებში.
8
19.11
ალკენების ქიმიური თვისებების რეაქციებზე ვარჯიში.
9
26.11
ალკანების და ალკენების შედარება.