28.11.19

საწრეო მუშაობის რეფლექსია IV კლასი


                                                 საწრეო მუშაობის რეფლექსია IV კლასი
      მე-4 კლასის ფიზიკური აღზრდის ხელმძღვანელის თამარ მელქოშვილის საწრეო მუშაობის რეფლექსია
       2019-2020 სასწავლო წლის I სემესტრში ჩამოყალიბდა წრე ფიზიკურ აღზრდაში, რომელშიც გაერთიანდა IV კლასის 7 მოსწავლე.
      წრე ტარდებოდა კვირაში ერთხელ სამშაბათს, მე-6 გაკვეთილზე, 45წუთი. საწრეო მუშაობის ხანგრძლივობა მოიცავდა 9 მეცადინეობას, რომელზეც წინასწარ იყო გაწერილი თამაშები. წრის შესახებ ინფორმაცია დროულად იყო ყველასათვის ხელმისაწვდომი. შევადგინე საწრეო მუშაობის პროგრამა, რომლის მიზანი იყო ჯანმრთელობის გაკაჟება, სწორი ფიზიკური აღზრდა, ბავშვთა გართობა, სპორტისადმი ინტერესის გაღვივება, ამასთანავე ძველი მივიწყებული საბავშვო თამაშების გაცოცხლება, რაც ხალისიანსა და მრავალფეროვანს გახდიდა მოუსვენარი და ცელქი ბავშვების ცხოვრებას. ეტაპობრივად გავიარეთ გეგმით გათვალისწინებული თამაშები, მაგრამ უამინდობის გამო მოგვიწია თანმიმდევრობის შეცვლა (ერთხელ). მოსწავლეები ძალიან აქტიურად და ხალისით იყვნენ ჩართულნი საწრეო მუშაობაში, მეცადინეობის დროის დამთავრების შემდეგ უჭირდათ თამაშისათვის თავის დანებება და თხოულობდნენ თამაშის გაგრძელებას და წრის მეცადინეობის დროის გაზრდას. ასე, რომ თამამად შემიძლია ვთქვა, რომ საწრეო მუშაობამ ნაყოფიერად ჩაიარა.