მე- XI კლასში ერთი მოსწავლეა, მას გადაწყვეტილი
აქვს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ჩააბაროს ქიმია. ბავშმა მომმართა თხოვნით, რომ ჩამომეყალიბებინა
წრე და გვემეცადინა ქიმიაში. გავესაუბრე მის მშობელს, რომელიც დადებითად შეხვდა ამ
იდეას. შევქმენი უფასო ქიმიის წრე. გავაცანი მათ საწრეო მუშაობის პროგრამა და ხანგრძლივობა.
ავირჩიეთ მოსწავლისათვის სასურველი დღე სამშაბათი მე-7 გაკვეთილი, 45 წთ. წრე შეიქმნა
2019-2020 სასწავლო წლის პირველ სემესტრში.
წრეს ესწრება
XI კლასის მოსწავლე მარიამ ჯაგიევი.
საწრეო მუშაობის ხანგრძლივობა და შეხვედრების განრიგი
წრე ტარდება
კვირაში ერთხელ სამშაბათს მე-7 გაკვეთილზე 45 წთ. წრეზე განსახილველი საკითხები წინასწარ
არის გაწერილი, რომელიც ხელს უწყობს მოსწავლის სააზროვნო, დამოუკიდებელი და კრიტიკული
უნარ-ჩვევების განვითარებას, ასევე თეორიული ცოდნის პროცედურულ ცოდნად გარდაქმნას.
წრის ხელმძღვანელი:
მაია მირზიკაშვილი.
ქიმიის საწრეო მუშაობის გეგმა
N
|
რიცხვი, თვე
|
სამუშაო გეგმა
|
1
|
01.10
|
ორგანულ ნაერთთა აღნაგობა.
|
2
|
8.10
|
სტრუქტურული ფორმულების შედგენა.
|
3
|
15.10
|
ალკანების ჰომოლოგიური რიგი.
|
4
|
22.10
|
იზომერია და ნომენკლატურა ალკანებში.
|
5
|
29.10
|
ალკანების ქიმიური თვისებების რეაქციებზე ვარჯიში.
|
6
|
5.11
|
ალკენების ზოგადი ფორმულის მიხედვით მოლეკულური ფორმულის შედგენა.
|
7
|
12.11
|
იზომერია და ნომენკლატურა ალკენებში.
|
8
|
19.11
|
ალკენების ქიმიური თვისებების რეაქციებზე ვარჯიში.
|
9
|
26.11
|
ალკანების და ალკენების შედარება.
|
ქიმიის წრის ხელმძღვანელის მაია მირზიკაშვილის საწრეო მუშაობის რეფლექსია
2019-2020 სასწავლოს წლის I სემესტრში შეიქმნა ქიმიის უფასო
წრე, რომელშიც XI კლასის 1 მოსწავლეა ჩართული.
წრე ტარდებოდა
კვირაში ერთხელ, სამშაბათს მე-7 გაკვეთილზე 45 წთ. საწრეო მუშაობის ხანგრძლივობა ითვალისწინებდა
9 მეცადინეობას. წრეზე განსახილველი თემები წინასწარ იყო გაწერილი, რომელიც ემსახურებოდა
მოსწავლის კრიტიკული, დამოუკიდებელი უნარ-ჩვევების განვითარებას და მოტივაციის ამაღლებას.
ინფორმაცია წრის შესახებ დროულად იყო ხელმისაწვდომი ყველა დაინტერესებული პირისთვის.
შევადგინე საწრეო პროგრამა, რომელიც შესაბამისობაში იყო ე.ს.გ-თან. საწრეო მუშაობის
მიზანი იყო მოსწავლის ცოდნის გაღრმავება. მეცადინეობის პერიოდში ეტაპობრივად განვიხილეთ პროგრამით გათვალისწინებული საკითხები.
ჩემი მიზანი
იყო, ქიმიაში ცოდნის გაღრმავება, საგნისადმი ინტერესის გაღვივება, გამომემუშავებინა
მოსწავლისათვის დადებითი დამოკიდებულება წრის მიმართ, იმ მიზნით რათა მეტი ცოდნა დაეგროვებინა
ქიმიაში.
მოსწავლე აქტიურად
იყო ჩართული სამუშაო პროცესში. ყოველი მუშაობა იყო სახალისო და საინტერესო. მოსწავლეს
გაუღვივდა ინტერესი და პატივისცემა საგნისადმი, გაიზარდა მისი ცოდნის დონე.
წრის მუშაობით
დაინტერესებული იყო მშობელიც. მან სურვილი გამოთქვა, რომ კარგი იქნებოდა თუ მომავალშიც
გაგრძელდებოდა ამ კუთხით მუშაობა. ასე რომ შემიძლია თამამად დავასკვნა, საწრეო მუშაობამ
ნაყოფიერად ჩაიარა.