
ამჯერად, სკოლაში შთამბეჭდავი საშემოდგომო ღონისძიება გაიმართა. მოსწავლეებმა. მშობლებმა და მასწავლებლებმა ფერადი შემოდგომის ერთი დღე კიდევ უფრო გაალამაზეს. მოსწავლეებმა საშემოდგომო ნობათი გამოფინეს, ჩურჩხელები ამოავლეს და წარმოადგინეს თუ რაოდენ მრავალფეროვანი და ბარაქიანია შემოდგომა საქართველოში.
„ასე გაილამაზეს მოსწავლეებმა. მშობლებმა და მასწავლებლებმა შემოდგომის ერთი დღე ჩვენს სკოლაში. დიდი მადლობა მათ აქტიური ჩართულობისთვის“ - ამბობენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: