6.2.12

ფეისბუქის კონკურსები


მეგობრებო,  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სკოლების წახალისების მიზნით   აცხადებს ორ ფოტო კონკურსს  სკოლებისთვის სამინისტროსა და მინისტრის ოფიციალური facebook-ის გვერდებზე. (www.facebook.com/mes.gov.ge და www.facebook.com/dimitrishashkini ) ფოტოკონკურსებში გამარჯვებულ სკოლებს სამინისტრო უსასყიდლოდ მოუწყობს  ”მომავლის კლასს”. (თითო კონკურსის გამარჯვებულს თითო ”მომავლის კლასს”)
1.კონკურსი №1 ”ჩემი საყვარელი სკოლა” განთავსდება მინისტრის ოფიციალურ facebook-ის გვერდზე  (www.facebook.com/dimitrishashkini). ფოტოკონკურსი იქნება 1 თებერვლიდან 15 მარტამდე და გამარჯვებული ფოტოს სკოლას სამინისტრო აჩუქებს ”მომავლის კლასს”!
§  თუ სურვილი გაქვთ  თქვენს სკოლაში გაკეთდეს ”მომავლის კლასი” ამისთვის უნდა მიიღოთ მონაწილეობა სამინისტროს მიერ გამოცხადებულ კონკურსში და დაიცვათ შემდეგი საკონკურსო პირობები:

იმისთვის რომ მიიღოთ მონაწილეობა კონკურსში ”ჩემი საყვარელი სკოლა”; უნდა
გამოაგზავნეთ ფოტო სკოლის სახელით  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ოფიციალურ მეილზე educationgovge@gmail.com  აუცილებლად უნდა მიუთითეთ ფოტო კონკურსის სახელწოდება და სკოლის სახელწოდება; (ვინაიდან, ორივე ფოტო კონკურსში უნდა მიიღონ სკოლებმა მონაწილეობა მნიშვნელოვანია დაასახელოთ კონკურსის სახელწოდება);
§  ფოტო მასალის მიღება გაგრძელდება 2012 წლის 15 მარტამდე;
§   კონკურსის ფარგლებში გამოგზავნილი ფოტო მასალა ადმინისტრატორის მიერ გადატანილ იქნება ფოტო ალბომშიჩემი საყვარელი სკოლა;
§   გამარჯვებული გამოვლინდება Like-ების რაოდენობის მიხედვით და შეფასდება facebook-ის მომხმარებლის მიერ;
§  გამოგზავნილი მასალა პირდაპირ კავშირში უნდა იყოს თემატიკასთან;
ყველა ფოტო, რომელიც არ პასუხობს თემატიკას და არის უცენზურო ავტომატურად ამოვარდება კონკურსიდან;
§  მისაღებია ნებისმიერი ფოტო, რომელზეც სკოლა, სასკოლო გარემო, ან გაკვეთილი იქნება ასახული,  ნამუშევარი სკოლის სახელით უნდა გამოიგზავნოს;
§  ფოტოს შექმნაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ, როგორც სკოლის მოსწავლეებს და მასწავლებლებს, აგრეთვე მათ მშობლებსაც;
§  თითო სკოლას შეუძლია წარმოადგინოს თითო საკონკურსო ფოტო;
§  ფოტო უნდა იყოს გადაღებული თქვენს სკოლაში, თქვენს მიერ;
§  ფოტო აუცილებლად უნდა გამოაგზავნოს სკოლის ადმინისტრაციის თანამშრომელმა ან დირექტორმა და მიუთითოს თავისი სახელი, გვარი და საკონტაქტო ინფორმაცია და დაგვიდასტუროს რომ თანახმაა ეს ფოტო მისი სკოლის სახელით აიტვირთოს ალბომში: (ეს აუცილებელია)
§  გამარჯვებული გამოვლინდება 2012 წლის 15 მარტს, 18:00 საათზე;
გამარჯვებულ სკოლებს საჩუქრად სამინისტრო უსასყიდლოდ მოუწყობს ”მომავლის კლასს”
§  მოსწავლეებს, მათ მშობლებს და მასწავლებლებს შეუძლიათ იაქტიურონ, როგორც სკოლიდან ასევე  სახლიდან. გისურვებთ წარმატებებს!

2.კონკურსი №2 ”ჩემი სკოლის ლოგო” განთავსდება სამინისტროს ოფიციალურ facebook-ის გვერდზე  (www.facebook.com/mes.gov.ge). ფოტოკონკურსი იქნება 1 თებერვლიდან 15 მარტამდე და გამარჯვებული ფოტოს სკოლას სამინისტრო აჩუქებს ”მომავლის კლასს”!
§  თუ სურვილი გაქვთ  თქვენს სკოლაში გაკეთდეს ”მომავლის კლასი” ამისთვის უნდა მიიღოთ მონაწილეობა სამინისტროს მიერ გამოცხადებულ კონკურსში და დაიცვათ შემდეგი საკონკურსო პირობები:

იმისთვის რომ მიიღოთ მონაწილეობა კონკურსში ”ჩემი  სკოლის ლოგო”; უნდა
გამოაგზავნეთ ფოტო (რომელზეც იქნება გამოსახული თქვენი სკოლის თემატური ლოგო) სკოლის სახელით  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ოფიციალურ მეილზე educationgovge@gmail.com  აუცილებლად უნდა მიუთითეთ ფოტო კონკურსის სახელწოდება და სკოლის სახელწოდება; (ვინაიდან, ორივე ფოტო კონკურსში უნდა მიიღონ სკოლებმა მონაწილეობა მნიშვნელოვანია დაასახელოთ კონკურსის სახელწოდება);
§  ფოტო მასალის მიღება გაგრძელდება 2012 წლის 15 მარტამდე;
§   კონკურსის ფარგლებში გამოგზავნილი ფოტო მასალა ადმინისტრატორის მიერ გადატანილ იქნება ფოტო ალბომშიჩემი სკოლის ლოგო;
§   გამარჯვებული გამოვლინდება Like-ების რაოდენობის მიხედვით და შეფასდება facebook-ის მომხმარებლის მიერ;
§  გამოგზავნილი მასალა პირდაპირ კავშირში უნდა იყოს თემატიკასთან;
ყველა ფოტო, რომელიც არ პასუხობს თემატიკას და არის უცენზურო ავტომატურად ამოვარდება კონკურსიდან;
§  მისაღებია ნებისმიერი ფოტო, რომელზეც თემატურად დაამუშავებთ თქვენი სკოლის ლოგოს,  ნამუშევარი სკოლის სახელით უნდა გამოიგზავნოს;
§  იმ შემთხვევაში თუ ადგილი ექნება პლაგიატს, სკოლა და ფოტო ავტომატურად ამოვარდება კონკურსიდან;
§  ფოტოს შექმნაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ, როგორც სკოლის მოსწავლეებს და მასწავლებლებს, აგრეთვე მათ მშობლებსაც;
§  თითო სკოლას შეუძლია წარმოადგინოს თითო საკონკურსო ფოტო;
§  ლოგო უნდა იყოს დამუშავებული და შექმნილი თქვენს მიერ;
§  ლოგოს შექმნის შემდგომ ის უნდა გადაიყვანოთ ფოტოს ფორმატში (ან თუ ეს ხელით ნაკეთია, გადაუღოთ ფოტო და ის გამოაგზავნოთ);
§  ფოტო, რომელსაც გამოაგზავნით უნდა იყოს JPEG,  JPG,  PNG ან BMP ფორმატში.
§  ფოტო აუცილებლად უნდა გამოაგზავნოს სკოლის ადმინისტრაციის თანამშრომელმა ან დირექტორმა და მიუთითოს თავისი სახელი, გვარი და საკონტაქტო ინფორმაცია და დაგვიდასტუროს რომ თანახმაა ეს ფოტო მისი სკოლის სახელით აიტვირთოს ალბომში: (ეს აუცილებელია)
§  გამარჯვებული გამოვლინდება 2012 წლის 15 მარტს, 18:00 საათზე;
გამარჯვებულ სკოლებს საჩუქრად სამინისტრო უსასყიდლოდ მოუწყობს”მომავლის კლასს.”
§  მოსწავლეებს, მათ მშობლებს და მასწავლებლებს შეუძლიათ იაქტიურონ, როგორც სკოლიდან ასევე  სახლიდან. გისურვებთ წარმატებებს!
ძალიან გთხოვთ მეილი გადაუგზავნოთ ყველა საჯარო თუ კერძო სკოლას, რათა მივცეთ საშუალება იაქტიურონ და მოიგონ პრიზი.
 იმისთვის რომ მოიწონოთ თქვენთვის სასურველი ფოტო, პირველ რიგში მოგიწევთ მოიწონოთ ის გვერდი სადაც კონკურსია გამოცხადებული. მაგალითად, სკოლა მონაწილეობას იღებს კონკურსში ”ჩემი საყვარელი სკოლა”, პირველ რიგში, უნდა მოიწონოთ მინისტრის ოფიციალური facebook-ის გვერდი www.facebook.com/dimitrishashkini და უკვე შემდგომ შეძლებთ დაალაიქოთ ალბომში ფოტო.
 (იმ შემთხვევაში, თუ რაიმე ბუნდოვანია , ან გაგიჩნდათ კითხვები აუცილებლად დაგვირეკეთ)!!!
თეონა ჭკადუა 577 15 33 36
ნანა კვარაცხელია 577 222 316
მიაქციეთ ყურადღება რომ არის ორი ფოტოკონკურსი და ძალიან ყურადღებით გაეცანით თითოეული კონკურსის პირობებს!

ინფორმაცია ”მომავლის კლასზე”
 ”მომავლის კლასი ” ულტრათანამედროვე ტექნიკითაა აღჭურვილი, კლასში დამონტაჟებულია ინტერაქტიული სმარტდაფა და  მონიტორები. ულტრათანამედროვე ტექნიკის საშუალებით მასწავლებლებს საშუალება ეძლევათ ჩაატარონ ინტეგრირებული გაკვეთილები, დამონტაჟებული მონიტორები სასწავლო პროცესში მოსწავლეების მაქსიმალურ ჩართულობას უზრუნველყოფს.
თანამედროვე ტექნიკის გამოყენებით მასწავლებელს საშუალება ეძლევა მონიტორის საშუალებით თვალყური  ადევნოს მოსწავლეების მუშაობის პროცესს, საჭიროების შემთხვევაში გაუწიოს დახმარება, გაუგზავნოს მათ კომენტარი.
მრავალფუნქციურ საკლასო ოთახში შესაძლებელია ჩატარდეს: ინგლისურის; ქართულის; ქიმიის; ბიოლოგიის; ფიზიკის; გეოგრაფიის; გეომეტრიის გაკვეთილები;
სხვადასხვა საგნების სწავლებისას გამოყენებული იქნას ვირტუალური ლაბორატორიები და სასწავლოიარაღები” (სახაზავი, ტრანსპორტირი, ფარგალი და სხვადასსხვა ფიგურების ასაგები ხელსაწყოები);
მოსწავლეებს საშუალება ექნებათ, შეინახონ და შემდგომ გამოიყენონ ჩატარებული გაკვეთილების ელექტრონული ვერსია;
კლასში შესაძლებელი იქნება ახალი მასალის ეფექტური პრეზენტაცია (მაღალი ხარისხის ვიზუალიზაცია და აუდიო სისტემა);
მსგავსი კლასები უკვე არის თბილისის პირველ ექსპერიმენტულ სკოლაში და ყვარლის №2 საჯარო სკოლაში