6.2.12

კონკურსი პედაგოგებისთვის


მაიკროსოფტ საქართველო, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი აცხადებს მასწავლებელთა კონკურსს საქართველოს ფორუმი - პარტნიორები განათლებაში 2012 (Partners in Learning Georgian Forum 2012). კონკურსი დაფუძნებულია ინფორმაციული ტექნოლოგიების სწავლების პროცესში ეფექტურ გამოყენებაზე. გამარჯვებული პროექტი მონაწილეობას მიიღებს ევროპის ფორუმში (Partners in Learning European Forum 2012), რომელიც გაიმართება ლისაბონში, პორტუგალია, 20-22 მარტს. ევროპის ფორუმზე გამარჯვების შემთხვევაში, პროექტი ნომინირებული იქნება მსოფლიო ფორუმზე (Partners in Learning Global Forum 2012), რომელიც ოქტომბერში ჩატარდება ათენში, საბერძნეთი.

კონკურსის მიზანი

კონკურსის მიზანია სასწავლო პროცესში ტექნოლოგიების გამოყენების გზით სწავლა/სწავლების ხარისხის ზრდის ხელშეწყობა.

კონკურსის ამოცანები
·         მასწავლებლების მოტივირება;
·         სასწავლო პროცესში ტექნოლოგიების ინტეგრირება;
·         მასწავლებლებს შორის კოლაბორაციის და კომუნიკაციის ხელშეწყობა;
·         სწავლა/სწავლების ინოვაციური პრაქტიკების გამოვლენა-გაზიარება.

ეტაპები და ვადები
I
ეტაპი - საკონკურსო პროექტების მიღება: 1 - 10 თებერვალი
II
ეტაპი - პირველადი გადარჩევა ტექნიკური პარამეტრების მიხედვით: 10 - 12 თებერვალი
III
ეტაპი - შუალედური შეფასება: 13 - 20 თებერვალი
IV
ეტაპი - პრეზენტაცია და საბოლოო შეფასება: 22 - 23 თებერვალი
V
ეტაპი - კონფერენცია: 26 თებერვალი
VI
ეტაპი - მომზადება ევროპის ფორუმისათვის: 27 თებერვალი - 9 მარტი
VII
ეტაპი - ევროპის ფორუმი (Partners in Learning European Forum 2012): 20 - 22 მარტი

რეგისტრაცია

კონკურსში მონაწილეს მოეთხოვება შემდეგი აუცილებელი პირობების შესრულება:
1.   პროექტის მომზადება (პროექტის ფორმა ჩამოტვირთეთ ამ ბმულიდან);
2.   საკონკურსო პროექტის ატვირთვა მოცემულ ვებ-სივრცეში (ატვირთვის ინსტრუქცია ჩამოტვირთეთ ამ ბმულიდან) და ბმულის ჩასმა სარეგისტრაციო ფორმის შესაბამის ველში;
3.   სარეგისტრაციო ფორმის შევსება (სარეგისტრაციო ფორმა ჩამოტვირთეთ ამ ბმულიდან);
4.   შევსებული სარეგისტრაციო ფორმის გამოგზავნა ელფოსტით შემდეგ მისამართზე: geopilforum@live.com (წერილის სათაურში (SUBJECT) მითითებული უნდა იყოს ავტორის გვარი და სახელი).
კონკურსის მონაწილეებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ სარეგისტრაციო და პროექტის ფორმა სრულად უნდა იყოს შევსებული. პირველ ეტაპზე სწორედ ამ პარამეტრების მიხედვით მოხდება გადარჩევა. არასრული სარეგისტრაციო ფორმა და პროექტი არ გადაეცემა ექსპერტთა ჯგუფს შემდგომი შეფასებისთვის.
საკონკურში პროექტების მიღება დაიწყება 2012 წლის 1 თებერვალს.
საკონკურსო პროექტების მიღება დასრულდება 2012 წლის 10 თებერვალს, 24:00 საათზე თბილისის დროით.
შენიშვნა1: იგზავნება მხოლოდ რეგისტრაციის ფორმა. რეგისტრაციის ფორმა მიიღება მხოლოდ ელექტრონული სახით ელფოსტის საშუალებით. დაგვიანებით გამოგზავნილი პროექტები არ განიხილება.
შენიშვნა2: გაკვეთილის გეგმა არ უნდა გამოიგზავნოს ცაკლე, არამედ ფაილის სახით უნდა ჩაისვას პროექტის ფორმაში (ჩასმის ინსტრუქცია იხილეთ ფორმაშივე მე-7 სლაიდზე).

I ეტაპი - საკონკურსო პროექტების მიღება - პირველადი გადარჩევა

ვადები: 1 - 10 თებერვალი

კონკურსის პირველ ეტაპზე მიმდინარეობს საკონკურსო პროექტების მიღება. პროექტი შეიძლება იყოს ერთი გაკვეთილი, გაკვეთილების ციკლი ან სხვა პროექტის ტიპის აქტივობა, რომელიც ემსახურება ეროვნული სასწავლო გეგმის შესრულებას, მოსწავლეთა მაქსიმალურ ჩართულობას და ტექნოლოგიების სასწავლო პროცესში ინტეგრირებას. გაკვეთილი/პროექტი შეიძლება წარმოადგენდეს ორი ან მეტი საგნის ინტეგრირებას.
კონკურსში მონაწილეს მოეთხოვება შემდეგი აუცილებელი პირობების შესრულება:
1.   პროექტის მომზადება (პროექტის ფორმა ჩამოტვირთეთ ამ ბმულიდან);
2.   საკონკურსო პროექტის ატვირთვა მოცემულ ვებ-სივრცეში (ატვირთვის ინსტრუქცია ჩამოტვირთეთ ამ ბმულიდან) და ბმულის ჩასმა სარეგისტრაციო ფორმის შესაბამის ველში;
3.   სარეგისტრაციო ფორმის შევსება (სარეგისტრაციო ფორმა ჩამოტვირთეთ ამ ბმულიდან);
4.   შევსებული სარეგისტრაციო ფორმის გამოგზავნა ელფოსტით შემდეგ მისამართზე: geopilforum@live.com (წერილის სათაურში (SUBJECT) მითითებული უნდა იყოს ავტორის გვარი და სახელი).
კონკურსის მონაწილეებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ სარეგისტრაციო და პროექტის ფორმა სრულად უნდა იყოს შევსებული. პირველ ეტაპზე სწორედ ამ პარამეტრების მიხედვით მოხდება გადარჩევა. არასრული სარეგისტრაციო ფორმა და პროექტი არ გადაეცემა ექსპერტთა ჯგუფს შემდგომი შეფასებისთვის.
საკონკურში პროექტების მიღება დაიწყება 2012 წლის 1 თებერვალს.
საკონკურსო პროექტების მიღება დასრულდება 2012 წლის 10 თებერვალს, 24:00 საათზე თბილისის დროით.

შენიშვნა 1: იგზავნება მხოლოდ რეგისტრაციის ფორმა. რეგისტრაციის ფორმა მიიღება მხოლოდ ელექტრონული სახით ელფოსტის საშუალებით. დაგვიანებით გამოგზავნილი პროექტები არ განიხილება.
შენიშვნა 2: გაკვეთილის გეგმა არ უნდა გამოიგზავნოს ცაკლე, არამედ ფაილის სახით უნდა ჩაისვას პროექტის ფორმაში (ჩასმის ინსტრუქცია იხილეთ ფორმაშივე მე-7 სლაიდზე).

II ეტაპი - პირველადი გადარჩევა ტექნიკური პარამეტრების მიხედვით


ვადები: 10 თებერვალი - 12 თებერვალი

კონკურსის მეორე ეტაპზე სრულდება შემოსული საკონკურსო პროექტების პირველადი გადარჩევა.
საკონკურსო პროექტების პირველადი გადარჩევა მოხდება იმის მიხედვით, თუ რამდენად სრულადაა პროექტის და სარეგისტრაციო ფორმები შევსებული.
პირველადი გადარჩევის შედეგად შერჩეული პროექტები გადაეცემა ექსპერტების ჯგუფს შუალედური შეფასებისთვის.
შერჩეული პროექტების ნუსხა გამოქვეყნდება ვებ-გვერდზე (http://pilforum2012.k12.ge/).

 

 

III ეტაპი - შუალედური შეფასება

ვადები: 13 თებერვალი - 20 თებერვალი

კონკურსის მესამე ეტაპზე სრულდება შერჩეული საკონკურსო პროექტების შუალედური შეფასება.
საკონკურსო პროექტებს შეაფასებენ ექსპერტები წინასწარ დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით (შეფასების კრიტერიუმები ჩამოტვირთეთ ამ ბმულიდან).
შუალედური შეფასების შედეგად შეირჩევა 20 საუკეთესო პროექტი, რომლებსაც ავტორები წარმოადგენენ პრეზენტაციების სახით მომდევნო ეტაპზე.
შერჩეული 20 პროექტის ნუსხა გამოქვეყნდება ვებ-გვერდზე (http://pilforum2012.k12.ge/).

შენიშვნა: საუკეთესო 20 პროექტის ავტორი მომდევნო ეტაპის შესახებ შეტყობინებას მიიღებს ელფოსტის საშუალებით.

 

IV ეტაპი - პრეზენტაცია და საბოლოო შეფასება

ვადები: 22 - 23 თებერვალი

კონკურსის მეოთხე ეტაპზე დაგეგმილია 20 საუკეთესო პროექტის პრეზენტაცია. თითოეული პრეზენტაციის ხანგრძლივობაა მაქსიმუმ ათი წუთი.
საკონკურსო პროექტების შეფასება მოხდება ექსპერტთა ჯგუფის მიერ, წინასწარ დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით (შეფასების კრიტერიუმები ჩამოტვირთეთ ამ ბმულიდან).
ამ ეტაპზე გამარჯვებული პირველი ხუთი პროექტის ავტორი წარდგენილი იქნება ეროვნულ კონფერენციაზე, ხოლო მათგან ორი საუკეთესო - ევროპის ფორუმზე.
ხუთი საუკეთესო პროექტების ნუსხა გამოქვეყნდება ვებ-გვერდზე (http://pilforum2012.k12.ge/).

V ეტაპი - კონფერენცია

თარიღი: 26 თებერვალი

კონკურსის მეხუთე ეტაპზე დაგეგმილია კონფერენცია, რომელზეც მოხდება ხუთი საუკეთესო პროექტის პრეზენტაცია.

კონფერენციის ფარგლებში მესამე ეტაპზე გასულ 20 პროექტის ავტორს გადაეცემა სერთიფიკატები და ოფიციალურად გამოცხადდება ორი საუკეთესო პროექტი, რომლის ავტორები მონაწილეობას მიიღებენ ევროპის ფორუმზე (Partners in Learning European Forum 2012), 2012 წლის 20-22 მარტს, ლისაბონში, პორტუგალია.

VI ეტაპი - მომზადება ევროპის ფორუმისათვის

ვადები - 27 თებერვალი - 9 მარტი

ამ ეტაპზე დაგეგმილია საუკეთესო პროექტის ავტორების მომზადება ევროპის ფორუმში მონაწილეობის მისაღებად: ინფორმირება ფორუმის როგორც ზოგადი კონცეფციის, ასევე კონკრეტულად მონაწილის ვალდებულებების, პრეზენტაციის მოწყობის, პროექტის მომზადების და სხვა დეტალების შესახებ.

ორი გამარჯვებული პროექტი ითარგმნება ინგლისურ ენაზე.

VII ეტაპი - ევროპის ფორუმში მონაწილეობა


ვადები - 20 მარტი - 22 მარტი

გამარჯვებული პროექტის ავტორები გაემგზავრებიან ლისაბონში, პორტუგალია, და მიიღებენ მონაწილეობას ევროპის ფორუმში - პარტნიორები განათლებაში, 2012 წლის 20-22 მარტს.
ევროპის ფორუმზე გამარჯვების (პირველი სამეული) შემთხვევაში,პროექტი ნომინირებული იქნება მსოფლიო ფორუმში მონაწილეობისთვის - Partners in Learning Global Forum 2012, რომელიც გაიმართება ათენში, საბერძნეთი, 2012 წლის ოქტომბერში.

რესურსები

კონკურსში მონაწილეობისთვის საჭირო მასალები
1.   Partners in Learning Network - საგანმანათლებლო პორტალი, სადაც შექმნილია სპეციალური ჯგუფი პროექტების ასატვირთად. მიყევით ამ ბმულს.
2.   პროექტის ფორმა ჩამოტვირთეთ ამ ბმულიდან
3.   საკონკურსო პროექტის Partners in Learning Network-ზე ატვირთვის ინსტრუქცია ჩამოტვირთეთ ამ ბმულიდან
4.   სარეგისტრაციო ფორმა ჩამოტვირთეთ ამ ბმულიდან
5.   შუალედრი შეფასების კრიტერიუმები ჩამოტვირთეთ ამ ბმულიდან
6.   საბოლოო შეფასების კრიტერიუმები ჩამოტვირთეთ ამ ბმულიდან

აქვე მივაბავ ყველა ამ დოკუმენტს

წარმატებებს გისურვებთ