13.12.12

ტრეფიკინგი — ვაჭრობა, რომელსაც კანონი კრძალავს

ტრეფიკინგი — ადამიანებით ვაჭრობა.

ტრეფიკინგის მსხვერპლი უმარტივესი განმატებით არის ადამიანი, რომელიც გადაჰყავთ ერთი ქვეყნიდან მეორეში ან ქვეყნის შიგნით მონობის ან დამონების მიზნით. ეს დანაშაული მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ მოიცავს ბევრ კანონდარღვევას, მათ შორისაა ადაიანის უფლებების შეზღუდვა, გაუპატიურება, წამება. ტრეფიკინგი არღვევს ადამიანების თავისუფლების უსაფრთხოებას, რადგან პირი ამ დროს იმყოფბა არაადამიანური მონობის პროცესში.

დღესდღეობით არსებობენ ორგანიზაციები, რომლებიც ტრეფიკინგის წინააღმდეგ სპეციალურ ღონისძიბებს ატარებენ. ტრეფიკინგი არის მონობის თანამედროვე ფორმა, რომელიც გამოიხატება სექსუალური და შრომითი ექსპლუატაციით.

ტრეფიკინგი — ვაჭრობა, რომელსაც კანონი კრძალავს


 ტრეფიკინგი არის მონობის თანამედროვე ფორმა, რომელიც გამოიხატება სექსუალური და შრომითი ექსპლუატაციით.

ტრეფიკინგის მსხვერპლი უმარტივესი განმატებით არის ადამიანი, რომელიც გადაჰყავთ ერთი ქვეყნიდან მეორეში ან ქვეყნის შიგნით მონობის ან დამონების მიზნით. ეს დანაშაული მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ მოიცავს ბევრ კანონდარღვევას, მათ შორისაა ადამიანის უფლებების შეზღუდვა, გაუპატიურება, წამება. ტრეფიკინგი არღვევს ადამიანების თავისუფლების უსაფრთხოებას, რადგან პირი ამ დროს იმყოფბა არაადამიანური მონობის პროცესში.

ტრეფიკინგთან ბრძოლა მსოფლიო საზოგადოებისთვის ერთ-ერთ უდიდეს გამოწვევას წარმოადგენს. დღესდღეობით არსებობენ ორგანიზაციები, რომლებიც ტრეფიკინგის წინააღმდეგ სპეციალურ ღონისძიბებს ატარებენ.

ტრეფიკერები, ანუ პირები, რომლებიც დაკავებული არიან ადამიანის ვაჭრობით,  აგროვებენ მოქალაქეებს, უმეტესად ისეთ ქალებს და ბავშვებს, რომლებიც სიღარიბითა და საარსებო რესურსების სიმცირით გამოირჩევიან. ისინი ადამიანებს იზიდავენ უკეთესი ცხოვრების დაპირებით და შემდეგ აიძულებენ იცხოვრონ და იმუშაონ უსამართლო, არაჰუმანურ ან ძალადობრივ პირობებში. ადამიანების ტრეფიკინგი განსაზღვრულია როგორც: – სექსუალურ ტრეფიკინგში იგულისხმევა კომერციული სექსუალური აქტი შესრულებული ძალის გამოყენებით, მოტყუებით, იძულებით ან იგივე აქტის ჩადენა იმ პირის მიერ, რომელსაც არ შეუსრულდა 18 წელი; – ან მოგროვება, განთავსება, ტრანსპორტირება, გარიგება ან პირის გამოყენება ფიზიკური შრომისათვის და სხვა მომსახურებისათვის ძალის გამოყენებით ან იძულებით ნებისსაწინააღმდეგო მორჩილების, კაბალურ მდგომარეობაში ჩაყენებით, ვალის დაკისრება ან მონობა. ადამიანებით ტრეფიკინგი მოიცავს იძულებას, მოტყუებას ან ძალის გამოყენებას სხვა პირზე კონტროლის განხორციელების მიზნით.

გახსოვდეთ, რომ თქვენ აუცილებლად დაგეხმარებიან!


შეეცადეთ, დაუკავშირდეთ თქვენი ქვეყნის საკონსულოს, საელჩოს, სამართალდამცავ ორგანოებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც ამ საკითხზე მუშაობენ.

თუ დადასტურდა, რომ თქვენ ტერფიკინგის მსხვერპლი ხართ, შეგიძლიათ ისარგებლოთ შემდეგი უფლებებითა და გარანტიებით, რასაც გთავაზობთ სახელმწიფო:

• თუ გასაჩერებელი ადგილი არ გაქვთ, სახელმწიფო უზრუნველყოფს თქვენს მოთავსებას უსაფრთხო საცხოვრებელში ტრეფიკინგის მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულებაში (თავშესაფარში);

• თქვენ გაქვთ უფლება, ისარგებლოთ 30 დღიანი მოსაფიქრებელი ვადით, რათა ამ დროის მანძილზე მიიღოთ გადაწყვეტილება, გსურთ თუ არა, ითანამშრომლოთ სამართალდამცავ ორგანოებთან;

• მოსაფიქრებელი ვადის განმავლობაში თქვენ თავისუფლდებით ჩვენების მიცემაზე უარის თქმის გამო სამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან;

• თავშესაფარში, თქვენივე თანხმობით, გაგიწევენ უფასო სამედიცინო და ფსიქოლოგიურ დახმარებას, აგერთვე უფასო იურიდიულ კონსულტაციას და დახმარებას. თავშესაფარში მყოფი მსხვერპლების უსაფრთხოების დაცვა გარანტირებულია;

• თქვენ ასევე თავისუფლდებით სისხლის სამართლის კოდექსით გათავლისწინებული დანაშაულების – საზღვრის უკანონო გადაკვეთის, ყალბი დოკუმენტის, ბეჭდის, შტამპის ან ბლანკის დამზადების, გასაღების ან გამოყენებისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევის, პროსტიტუციის, საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისათვის დადგენილი წესების დარღვევით ცხოვრებისათვის, თუ ეს დანაშაულები ჩადენილია ტრეფიკინგის მსხვერპლად ყოფნის გამო;

• დაუშვებელია თქვენი მოთავსება დაკავების, წინასწარი პატიმრობის ადგილებში, ციხეებსა და საპყრობილეებში, გარდა კანონით დადგენილი გამონაკლისებისა და იმ შემთხვევისა, თუ არის შესაძლებლობა, რომ მოგათავსონ სხვა დაკავებულთაგან იზოლირებულად;

• სახელმწიფო უზრუნველყოფს თქვენი პატივისა და ღირსების, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობასა და უსაფრთხოების სრულ დაცვას;

• თქვენ უფლება გაქვთ, მიიღოთ სრული ინფორმაცია თქვენი უფლებების დაცვის იმ მექნიზმების შესახებ, რომლებიც გათვალისწიონებულია საქართველოს კანონმდებლობაში;

• თქვენ შეგიძლიათ, მონაწილეობა მიიღოთ პროფესიული სწავლებისა და სხვა საგანმანათლებლო პროგრამებში;

• თქვენი პირადი უსაფრთხოების დაცვა და სამედიცინო- ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის ღონისძიებები განხორციელდება თქვენივე თანხმობით და თქვენი პერსონალური მონაცემების სრული გასაიდუმლოებით;

• ასევე, უფლება გაქვთ, მიიღოთ სრული ინფორმაცია ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) სფეროში საქართველოს კანონმდებლობის შესახებ;

• ტრეფიკინგის მსხვერპლად ყოფნის გამო გასაიდუმლოვდება თქვენი ვინაობა, მისმართები და სხვა პერსონალური ინფორმაცია;

• თქვენ გაქვთ უფლება, მოითხოვოთ ფულადი კომპენსაცია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

• ასევე, უფლება გაქვთ, საქართველოს კანონდებლობით დადგენილი წესით, მიმართოთ სამოქალაქო სარჩელით სასამართლოს და მოითხოვოთ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) დანაშაულის შედეგად მიყენებული მორალური, ფიზიკური ან ქონებრივი ზიანის ანაზღაურება

ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლა

საქართველოს მასშტაბით, იუსტიციის სამინისტროს სისტემაში ტრეფიკინგთან დაკავშირებული სტატისტიკური, თუ სხვა ტიპის ინფორმაციის მოგროვებასა და გაცემაზე პასუხისმგებელია ანალიტიკური დეპარტამენტი. ამ მიზნით დეპარტამენტი თანამშრომლობს პროკურატურასთან, რომლისგანაც იღებს დეტალურ ინფორმაციას ტრეფიკინგის დანაშაულის სტატისტიკისა და საჭიროების შემთხვევაში, კონკრეტული საქმის დეტალების შესახებ.

დეპარტამენტი ამზადებს რეკომენდაციებსა და სახელმძღვანელო პრინციპებს პროკურორებისათვის ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტურობის შენარჩუნებისა და გაზრდის მიზნით.

ანალიტიკური დეპარტამენტის წარმომადგენლები აქტიურად მონაწილეობენ ტრეფიკინგის საკითხებზე საუწყებათაშორისო საბჭოს სხდომებსა და  შესაბამისი ნორმატიული ბაზის შემუშავების მიზნით შექმნილ სამუშაო ჯგუფებში.

აქვე მოგაწოდებთ იმ კანონების ჩამონათვალს, რომელიც საქართველოს მასშტაბით არეგულირებს ტრეფიკინგთან დაკავშირებულ საკითხებს.

  • ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებების მოხმარებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების დადგენის წესის დამტკიცების შესახებ
  • ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი
  • სისხლის სამართლის კოდექსი
  • საქართველოს კანონი – ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ
  • სისხლის სამართლის კოდექსი
  • სისხლის სამართლის კოდექსი ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი)
  • საქართველოს კანონი – ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ

გახსოვდეთ, იცოდე კანონი და იქნები დაცული!!!
ადამიანებით, მათ შორის ბავშვებით ვაჭრობა უხსოვარი დროიდან, კერძოდ მონათმფლობელობის ეპოქიდან დაიწყო, როცა ადამიანებს, როგორც ნივთებს, ისე ეპყრობოდნენ. ისტორიამ მრავალი მაგალითი იცის იმისა, როცა ბავშვებით ვაჭრობა სახელმწიფო დონეზე იყო დაკანონებული. რომის იმპერიის ძლიერების ხანაში მამას უფლება ჰქონდა საკუთარი შვილი მონად გაეყიდა, გაყიდულ ბავშვებს პროსტიტუციასა და მათხოვრობას აიძულებდნენ. ჯერ კიდევ გასულ საუკუნეში ფაბრიკებში ღარიბი, ობოლი ბავშვების თითქმის უფასო შრომას იყენებდნენ, რომლებიც დაზგებთან ყოველდღიურად 16 საათს ატარებდენ, ხოლო რომ არ გაქცეულიყვნენ, კედელზე ჯაჭვით აბამდნენ.

XXI საუკუნეში ადამიანის, მით უმეტეს, ბავშვის მიმართ ასეთი დამოკიდებულება არათუ დაუშვებელი, არამედ წარმოუდგენელიც კია, მაგრამ ფაქტია, რომ ბავშვთა ტრეფიკინგი თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთი უმწვავესი პრობლემაა.

საკმარისია ავღნიშნოთ, რომ ჩვენს დროში “აპოკალიფსის ოთხ მხედარში” მოიაზრება:

ნარკოტიკებით ვაჭრობა;

იარაღით ვაჭრობა;

ბავშვებით ვაჭრობა;

ტერორიზმი.

ამასთან, ბავშვთა ტრეფიკინგი, გავრცელების მასშტაბებით, საშიშროების ხარისხითა და არალეგალური სახსრების ოდენობით, ნარკოტიკებითა და იარაღით ვაჭრობის შემდეგ, მესამე ადგილს იკავებს.

კავკასიაში, მათ შორის საქართველოში, ტრეფიკინგს ღრმა ფესვები აქვს. საქართველოს ისტორიაში მარად სამარცხვინო ლაქად დარჩება ქართველი ბავშვების მოტაცებისა და უცხო ქვეყნებში გაყიდვის უამრავი ფაქტი, სადაც ვაჟებს მეომარ მამელუქებად, გოგონებს კი ჰარამხანებისათვის ზრდიდნენ და ამ უღირს საქმიანობაში აქტიურად იყვნენ ჩართული არა მარტო “გადამთიელები”, არამედ თვითონ ქართველები.

ახალი მონათმფლობელობისათვის თანამედროვე დანაშაულებრივმა დაჯგუფებებმა ძველი ტექნოლოგიების მოდერნიზება მოახდინეს მხოლოდ. ხოლო ბავშვებით ვაჭრობის გზით მიღებულმა სუპერშემოსავლებმა კი უსასტიკესი წესები დანერგეს _ მსხვერპლი ბოლომდე გამოიყენება, შემდეგ კი მას, უბრალოდ, როგორც უსარგებლო ნივთს, სანაგვეზე აგდებენ.

უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში საქართველოდან დაახლოებით ნახევარი მილიონი ადამიანი გაემგზავრა. ეს ნიშნავს, რომ საქართველოს დაახლოებით ყოველი მეხუთე მოქალაქე ემიგრაციაში იმყოფება. მიტოვებული სოფლები და სახლები, ბავშვთა თავშესაფრებში მყოფი ბავშვების რაოდენობის ზრდა, “ქუჩის”, ბავშვების რაოდენობის ზრდის პარალელურად, _ ასევე ჩვენი დროის რეალობაა.

ბავშვთა ტრეფიკინგის პრობლემა, იქნება ეს სახელმწიფოებრივ თუ ადგილობრივ დონეზე, ეფექტურად მხოლოდ მაშინ გადაწყდება, როცა თითოეულ ადამიანს, დიდსა თუ პატარას, ეცოდინება როგორც საკუთარი უფლება-მოვალეობები, ისე ის ტკივილი, შიში და დანაკარგი, რაც ამგვარ დანაშაულს მოაქვს. გარდა ამისა, აუცილებელია, რომ ყოველმა მოზრდილმა ადამიანმა გააცნობიეროს საკუთარი პასუხისმგებლობა ბავშვის სიცოცხლესა და ბედზე.

რა განსხვავებაა ბავშვთა და მოზრდილთა ტრეფიკინგს შორის?

1. ბავშვები ხშირად უფრო მოწყვლადნი არიან ტრეფიკინგის მიმართ, ვიდრე მოზრდილი ადამიანები.

2. ზრდასრული ადამიანების ტრეფიკინგი (და მოზარდთა ტრეფიკინგი 15-17 წლის ასაკობრივი ჯგუფი) ნებაყოფლობითი მიგრაციით იწყება. ხოლო ბავშვები, ჩვეულებრივ, საკუთარი სურვილით არ მიგრირებენ;

3. მოზრდილებს შეუძლიათ თანხმობა განაცხადონ სიტუაციაზე, რომელიც შეიძლება მოვიაზროთ როგორც “ექსპლუატაცია”. ეს შეუძლებელია ბავშვების შემთხვევაში. ექსპლუატაციის მიზნით ბავშვის გადაბირება და ტრანსპორტირება ყოველთვის უნდა განვიხილოთ, როგორც “ადამიანთა ტრეფიკინგი”.

როგორ ხორციელდება ბავშვთა ტრეფიკინგი?

ქვეყნის შიგნით (ძირითადად სოფლებიდან დიდ ქალაქებში) ბავშვთა ტრეფიკინგის მსხვერპლნი ძირითადად ოჯახის მხრიდან ყურადღებას, მზრუნველობას მოკლებული ბავშვები არიან, რომლებიც პრობლემებით დატვირთული ოჯახებიდან “ბედის საძებრად” ქალაქში მიდიან და ტრეფიკიორთა ხელში ხვდებიან. არის შემთხვევები, როცა მშობელი თვითონ ჰყიდის ბავშვს. ქვეყნის გარეთ ტრეფიკინგისას კი ხშირად ბავშვები ყალბი დოკუმენტებით გაჰყავთ. არასრულწლოვანს პასპორტში ასაკს უმატებენ, ან სხვის პასპორტში შვილად წერენ.

როგორც ავღნიშნეთ, ტრეფიკინგის რისკ-ჯგუფს, პირველ რიგში, ოჯახურ მზრუნველობას მოკლებული ბავშვები შეადგენენ. მათ არავინ აკონტროლებთ და ბევრი მათგანი უკვე ჩართულია სექსუალური ექსპლუატაციის რომელიმე ფორმაში. თუმცა, რისკის ზონაში ნორმალური ოჯახების ბავშვებიც შედიან, რომლებიც, როგორც წესი, კონკრეტული შეთავაზებით ტყუვდებიან, მაგალითად, ასეთია სამოდელო ბიზნესში მუშაობის შეთავაზება. ამ სფეროში კონტრაქტების რაოდენობა მოდელების რაოდენობასთან შედარებით მიზერულია. ქვეყნიდან გასვლის, ადგილის დამკვიდრების, ტოპ-მოდელად ქცევის სურვილი ხშირად ელემენტარულ უსაფრთხოებას ავიწყებს არა მარტო ბავშვებს, არამედ მათ მშობლებსაც. მათ თავში აღარ მოსდით გაიგონ სააგენტოს შესახებ უფრო ზუსტი და კონკრეტული მონაცემები, ვისგან არის მოწვევა, რისთვის იწვევენ. არადა, ყოველ საკონსულოში იმყოფება პოლიციის წარმომადგენელი ან ადამიანი, რომელსაც შეუძლია დაუკავშირდეს ორგანიზაციებს თავის ქვეყანაში და საჭირო ინფორმაცია მიიღოს.

დღეს მსოფლიოში არ არსებობს ისეთი სახელმწიფო, რომელშიც ტრეფიკინგი შეუძლებელი იქნებოდა. ამიტომ, უპირველეს ყოვლისა, ადამიანები ინფორმირებულები უნდა იყვნენ იმის შესახებ, თუ რა არის ტრეფიკინგი და როგორ უნდა დაიცვან მისგან თავი. გარდა ამისა, აუცილებელია სხვადასხვა სიტუაციებში უსაფრთხო ქცევის უნარ-ჩვევების ათვისება.

ბავშვთა შრომითი ექსპლუატაცია

ბავშვთა შრომითი ექსპლუატაცია ნიშნავს ბავშვის გამოყენებას იძულებით შრომაში, დანაშაულებრივ ქმედებებში ან პროსტიტუციაში ჩაბმის მიზნით.

ბავშვს აიძულებენ იშრომოს (მაღაროებში, მშენებლობებზე, ბაზრობებზე, ქარხნებში, პლანტაციებში და სხვა), იმუშაოს მომვლელად, დამლაგებლად, იმათხოვროს, ჩაებას ნარკოტიკების წარმოება-გასაღებაში, პროსტიტუციაში და სხვა.

ბავშვთა სექსუალური ექსპლუატაცია

ბავშვთა სექსუალური ექსპლუატაცი ნიშნავს ბავშვის გამოყენებას იძულებით სექსუალურ ურთიერთობებში ჩაბმის მიზნით, რისთვისაც ბავშვს ან სხვა პირებს გასამრჯელოს უხდიან.

სექსუალური ექსპლუატაციის დროს ხდება ბავშვის დამცირება, გარყვნა, მის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს საფრთხე ექმნება.

ბავშვთა სექსუალური ექსპლუატაციის განვითარების ძირითადი მიზეზებია:

სექსუალურ მომსახურეობათა მოხმარების გაზრდა;

გართობის ინდუსტრიის ჩამოყალიბება;

სოციალურ-ეკონომიური პრობლემები;

გენდერული უთანასწორობის პრობლემები.

ბავშვთა ტრეფიკინგის შედეგები

ადამიანებით მოვაჭრეთა ქმედებები, რომლებიც ტრავმულ რეაქციებს იწვევენ:

  • ძალადობა;
  • მკვლელობა;
  • თავდასხმა;
  • მოტაცება;
  • იზოლაცია;
  • აკრძალვა;
  • ტრადიციული რიტუალების ჩატარება;
  • ადამიანის უფლებათა ჩამორთმევა;
  • მასობრივი მკვლელობები;
  • სისასტიკე;
  • არჩევანის შეუძლებლობა.

ტრეფიკინგის მსხვერპლი ბავშვების ჯანმრთელობის ზოგადი პრობლემები

ტრეფიკინგის მსხვერპლთ ხშირად ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მთელი რიგი პრობლემები აღენიშნებათ, რომლებიც გამოწვეულია ცხოვრების არაადამიანური პირობებით, სანიტარული პირობების დაბალი დონით, არასრულფასოვანი კვებით, პირადი ჰიგიენის დაუცველობით, მოვაჭრეთა მხრიდან სასტიკი ფიზიკური და ემოციური ზემოქმედებით, შრომის სახიფათო პირობებით, სამედიცინო მომსახურების დეფიციტით.

ამ პირებისათვის პროფილაქტიკური სამედიცინო მომსახურება პრაქტიკულად არ არსებობს. როგორც წესი, ადრეულ სტადიაზე ჯანმრთელობის პრობლემების მოგვარება არ ხდება. პირიქით, ეს პრობლემები მწვავდება, იქმნება კრიტიკული მდგომარეობები, რომლებიც შეიძლება სიცოცხლისათვის სახიფათო იყოს.

ხშირ შემთხვევებში სამედიცინო დახმარების აღმოჩენა არაკვალიფიციური პირის მიერ ხდება, რომელსაც მოვაჭრე ქირაობს და რომელიც ნაკლებად ზრუნავს, თუ საერთოდ ზრუნავს მისი “პაციენტების” კეთილდღეობაზე, და კიდევ უფრო ნაკლებად _ დაავადებებთან ან ინფექციებთან ბრძოლაზე.

ფიზიკური ჯანმრთელობის პრობლემები:

  • სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები, შიდსი;
  • ფეხმძიმობა;
  • უნაყოფობა;
  • ზურგის, სმენის, გულ-სისხლძარღვთა ან სასუნთქი სისტემების ქრონიკული პრობლემები;
  • სუსტი მხედველობა და თვალის სხვა დაავადებები;
  • სერიოზული სტომატოლოგიური პრობლემები;
  • კვებითი დარღვევები;
  • ტუბერკულოზი;
  • გამოუვლენელი დაავადებები, როგორიცაა დიაბეტი ან კიბო;
  • სისხლჩაქცევები, იარები და ფიზიკური ძალადობის, წამების სხვა კვალი.

ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები:

  • დანაშაულის გრძნობა;
  • აგრესიულობა;
  • იძულებით ან საკუთარი ნებით ნარკოტიკების მოხმარებასთან დაკავშირებული პრობლემები;
  • დეპრესია;
  • ორიენტაციის დარღვევა;
  • ცნობიერების ბუნდოვანება;
  • ფობიები (შიშები);
  • პანიკის რეაქცია;
  • დაუცველობის, სირცხვილის, დამცირების, შოკის, განკიცხულობის, უიმედობის განცდები;
  • გარემომცველთა მიმართ უნდობლობა;
  • უმწეობა და საკუთარ ცხოვრებაზე კონტროლის არარსებობა.

ტრეფიკინგის მსხვერპლთა განცდებმა შეიძლება გამოიწვიოს ოჯახის, მეგობრების, რელიგიური და კულტურული სისტემებისადმი ბაზისური მიჯაჭვულობების დარღვევა, აგრეთვე ადამიანის არსებობასთან და სირცხვილთან დაკავშირებული მთავარი ღირებულებების მსხვრევა.

ამასთან ერთად, ტრეფიკინგის მსხვერპლთ ხშირად პოსტტრავმული სტრესით გამოწვეული დარღვევები აღენიშნებათ, რომლებიც სასტიკი მოპყრობის, წამებისა და გაუპატიურების შედეგად ჩნდება. მსხვერპლის დამოკიდებულება გარემომცველებისადმი, მთლიანად საზოგადოებისადმი და ხელისუფლების წარმომადგენლებისადმი შეიძლება კარდინალურად შეიცვალოს, რაც იწვევს ყველას მიმართ უნდობლობის გრძნობისა და ახალ ურთიერთობებში შესვლის შიშის გაჩენას. მსხვერპლი შეიძლება ძლიერ სინანულს განიცდიდეს, იმყოფებოდეს დეპრესიაში, რომლის დამოუკიდებლად დაძლევა მისთვის შეუძლებელია.

ტრავმატიზაციის მასშტაბები დამოკიდებულია გარემომცველ ადამიანებზე, დაწყებული ხელისუფლების წარმომადგენლებით, იმ პირებით, ვინც მათ დახმარებას უწევს, და დამთავრებული ნათესავებით, ოჯახის წევრებით.

გახსოვდეთ:

ადამიანებით ვაჭრობა დანაშაულია და ამ დანაშაულის მსხვერპლს კანონი იცავს.

ტრეფიკინგის მსხვერპლი ბავშვების დახმარება

ჩარევისა და დახმარების სტრატეგიები დამყარებული უნდა იყოს მსხვერპლთა ფსიქოლოგიურად მძიმე გამოცდილების გათვალისწინებაზე და ფოკუსირებული უნდა იყოს მათი სრული გამოჯანსარების ხელშეწყობასა და ნორმალურ ცხოვრებაში დაბრუნებაზე.

ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია

ტრეფიკინგის მსხვერპლთა ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის ძირითადი კომპონენტებია:

  • უსაფრთხოების გრძნობის აღდგენა. სანამ უსაფრთხოების გრძნობა არ აღდგება, სერიოზული შედეგების მიღწევა შეუძლებელი იქნება;
  • კონტროლის გაძლიერება. მოვაჭრეები ცდილობენ მსხვერპლს საკუთარ თავზე კონტროლი დააკარგვინონ; წარმატების მისაღწევად გამოყენებული სტრატეგიები მიმართული უნდა იყოს იქითკენ, რომ ტრეფიკინგის მსხვერპლს მიეცეს საკუთარი მდგომარეობისა და გამოჯანმრთელების პროცესის მაქსიმალური კონტროლის საშუალება;
  • სხვა პირების მიმართ მიჯაჭვულობებისა და მათთან კავშირების აღდგენა. იმ ადამიანთა ქცევებსა და დამოკიდებულებაში, რომლებიც ტრეფიკინგის მსხვერპლს ეხმარებიან, უნდა ვლინდებოდეს ზრუნვა, სიკეთე და ჭეშმარიტი მხარდაჭერის სურვილი, რათა ტრავმირებულ ადამიანში აღდგეს სხვების მიმართ ნდობა და იმის ხელახალი განცდა, რომ მის გარშემო არიან ადამიანები, რომელთათვისაც მისი ბედი სულერთი არაა.
  • ცხოვრების აზრისა და მიზანსწრაფულობის, აგრეთვე პირადი ღირსებისა და საკუთარი თავის პატივისცემის აღდგენა.

ბავშვებით ვაჭრობის პრევენცია

პრევენციული ღონისძიებები რამდენიმე მიმართულებით უნდა გატარდეს და ორიენტირებული უნდა იყოს განსაკუთრებით მოწყვლად ჯგუფებზე, მათი კრიტიკული ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობის გათვალისწინებით. აუცილებელია რისკ-ჯგუფებში დაცვითი მექანიზმების გაძლიერება.

დღეს მსოფლიოში არ არსებობს ისეთი სახელმწიფო, რომელშიც ტრეფიკინგი შეუძლებელი იქნებოდა. ადამიანები, რომლებიც მიგრირებენ ერთი სახელმწიფოს შიგნით ან სახელმწიფოდან სახელმწიფოში, ხშირად არახელსაყრელ პირობებში აღმოჩნდებიან იმის გამო, რომ მათ არ აქვთ ინფორმაცია ადამიანებით ვაჭრობის რეალური სურათის შესახებ. ისინი იძულებულნი არიან, დახმარებისათვის მიმართონ მესამე პირს. ეს “მესამე პირები” ხშირად ადამიანებით მოვაჭრენი არიან.

ამიტომ ტრეფიკინგის პრევენციისათვის არსებითი მნიშვნელობა აქვს საინფორმაციო-საგანმანათლებლო მუშაობის ჩატარებას. ეს საჭიროა იმისათვის, რომ ყველამ, დიდმა და პატარამ, გააცნობიეროს ტრეფიკინგის მსხვერპლად ქცევის საფრთხე.

ბავშვებს უნდა განვუმარტოთ ამ დანაშაულის სიმძიმე და მისი შედეგები, ვასწავლოთ შეთავაზებული წინადადების რეალისტურად შეფასება, აგრეთვე ის, თუ ვის უნდა მიმართონ დახმარებისათვის, თუ გამოუვალ მდგომარეობაში აღმოჩნდებიან.

სოციალური სამსახურების, მედიის, ბავშვებთან მომუშავე სპეციალისტების როლი

  • მშობლებსა და შვილებს შორის კონტაქტების მოწესრიგებაზე ზრუნვა;
  • მუშაობის წარმოება სკოლებში, აგრეთვე უშუალო კავშირების დამყარება ოჯახებთან;
  • მხარდაჭერა შემოსავლიანი სამუშაოს პოვნაში, ეკონომიკური მხარდაჭერა;
  • მედიაში ტრეფიკინგის პრობლემის გაშუქება პროფესიონალურ დონეზე. ის უნდა მოიცავდეს ამ მოვლენის არსის მკაფიო განმარტებას, ტრეფიკინგის ფორმებსა და იმ მეთოდებს, რომლებსაც ტრეფიკიორები იყენებენ, საფრთხეს, რომელიც მსხვერპლს ემუქრება. მასალა არ უნდა იყოს აგებული სენსაციებზე, კონკრეტული შემთხვევის ანალიზისას დაცული უნდა იყოს მსხვერპლის მიმართ ჟურნალისტური და ადამიანური ეთიკის ნორმები;
  • რისკ-ჯგუფის წევრთა (ბავშვებიც და მოზრდილებიც) ცნობიერების ამაღლება ტრეფიკინგის ამოცნობისა და მისგან დაცვის ხერხების სწავლების გზით.

აღმზრდელების როლი

ტრეფიკინგის საფრთხისაგან ბავშვთა დასაცავად განსაკუთრებული როლის შესრულება შეუძლიათ ინსტიტუციურ დაწესებულებათა აღმზრდელებს. ეს იმიტომ, რომ სწორედ ეკონომიურ სიდუხჭირეში მყოფი, ოჯახურ მზრუნველობას მოკლებული მათი აღსაზრდელები იმყოფებიან მონათმფლობელთა მარწუხებში მოხვედრის განსაკუთრებით დიდი საფრთხის ქვეშ, ანუ ისინი ტრეფიკინგის მსხვერპლთა რისკ-ჯგუფს შეადგენენ.

აღმზრდელებს რეალურად შეუძლიათ თავიანთი აღსაზრდელებისათვის ტრეფიკინგის საფრთხის არიდება, თუკი საკმარისად იქნებიან ინფორმირებულები იმის შესახებ, თუ სად შეიძლება იყოს „თანამედროვე მონათმფლობელობის” საფრთხე, როგორია ტრეფიკინგის შედეგები და როგორ შეიძლება მისი არიდება.

საინფორმაციო-საგანმანათლებლო კომპანია

ადამიანები, რომლებიც მიგრირებენ ერთი სახელმწიფოს შიგნით ან სახელმწიფოდან სახელმწიფოში, ხშირად არახელსაყრელ პირობებში აღმოჩნდებიან იმის გამო, რომ მათ არ აქვთ ინფორმაცია ადამიანებით ვაჭრობის რეალური სურათის შესახებ. ისინი იძულებულნი არიან, დახმარებისათვის მიმართონ მესამე პირს. ეს “მესამე პირები” ხშირად ადამიანებით მოვაჭრენი არიან.

საინფორმაციო-საგანმანათლებლო კომპანიის წარმოება საჭიროა იმისათვის, რომ ყველამ, დიდმა და პატარამ, გააცნობიეროს ტრეფიკინგის მსხვერპლად ქცევის საფრთხე.

ბავშვებს უნდა განვუმარტოთ ამ დანაშაულის სიმძიმე და მისი შედეგები, ვასწავლოთ შეთავაზებული წინადადების რეალისტურად შეფასება, აგრეთვე ის, თუ ვის უნდა მიმართონ დახმარებისათვის, თუ გამოუვალ მდგომარეობაში აღმოჩნდებიან.

ერთობლივად ჩვენ ისეთ სამყაროს ავაშენებთ, რომელშიც ყველა გოგონა და ყველა ბიჭი შეძლებს ბავშვობით _ თამაშისა და სწავლის ხანით ტკბობას; რომელშიც ისინი ეყვარებათ, პატივს სცემენ, მათ უფლებებს დაიცავენ, მათი უსაფრთხოება და კეთილდღეობა პირველ ადგილზე იქნება და რომელშიც მათ შეეძლებათ მშვიდობიანად და ღირსეულად იცხოვრონ.
ტრეფიკინგი საქართველოში


ადამიანით ვაჭრობის სფეროში, საქართველო იყო მესამე კატეგორიის ქვეყანათა შორის, იგულისხმება ამ მხრივ ყველაზე ცუდი მონაცემების მიხედვით, სადაც ტრეფიკინგი ყვაოდა და დაბრკოლება არ ექმნებოდა გასული წლის პირველ ნახევრამდე. ეს ხდება არა იმიტომ, რომ უამრავი ადამიანია ტრეფიკინგის მსხვერპლი, არამედ იმიტომ, რომ მთავრობა ძალიან ცოტას ან საერთოდ არაფერს არ აკეთებს მის შესაჩერებლად. გასულ წელს საქართველო გახდა რიგით მეორე ქვეყანა, რაც არ უკავშირდება საქართველოს კანონმდებლობაში ან ქვეყნაში არსებულ ტრეფიკინგის პირობებში  რაიმე მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელებას, არამედ ეს უფრო დაკავშირებულია  იმ ფაქტთან, რომ სხვა ქვეყნებს, მაგალითად ამერიკის შეერთებულ შტატებს არ სურთ, რომ საქართველოში ცუდი მდგომარეობა იყოს. 


მარკ ჰულსტის თქმით, რომელიც არის IOM-ის (მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია) საქართველოს ფილიალის წარმომადგენელი, საქართველოს ხელისუფლება ამჟღავნებს ტენდენციას დაინტერესდეს იმ განსაკუთრებული საკითხებით, რომელბსაც სხვა ქვეყნები წამოჭრიან, რადგანაც სამთავრობო სააგენტოებს შორის კოორდინაციის  და იმ სტიმულის ნაკლებობა, რომელიც საჭიროა ამოქმედებისათვის, ნიშნავს იმას, რომ საკანონმდებლო და/ან აღმასრულებელი საქმიანობა უმეტეს წილად წარმართულია საჩივრების საფუძველზე და არა დამოუკიდებლად, თვითონ ხელისუფლების ინიციატივით. ამჟამად ტრეფიკინგის პრობლემას განიხილავს, როგორც იუსტიციის, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტრო, რომელსაც გააჩნია ტრეფიკინგთან ბრძოლის განსაკუთრებული დეპარტამენტი.


ნათელი მიზეზების გამო ძალიან რთულია ადამიანით უკანონოდ ვაჭრობასთან დაკავშირებით სანდო სტატისტიკური მონაცემების მოპოვება. ცნობილია, რომ ტრეფიკინგის მსხვერპლთა უმრავლესობას ქალები წარმოადგენენ, რომელთაც ხშირად იძულებით რთავენ პროსტიტუციურ საქმიანობაში. სინამდვილეში კი საქართველოდან რუსეთში გადაჰყავთ და ტრეფიკინგის მსხვერპლი ხდება უფრო მეტი მამაკაცი, ვიდრე ქალი, რომელთაც ძირითადად მონური სამუშაოს შესრულება უხდებათ. თურქეთი და საბერძნეთიც ხშირად გამოიყენება ქართველი მამაკაცების ტრეფიკინგისათვის. საბერძნეთი განსაკუთრებით პოპულარულია იმ ქართველებს შორის, რომლებიც საზღვარგარეთ სამუშაოდ წასვლის გზებს ეძებენ იმიტომ, რომ იქ უკვე ცხოვრობს საკმაოდ დიდი დიასპორის მოსახლეობა.


ძირითადად ადამიანით მოვაჭრეები უბრალოდ ემორჩილებიან  მოთხოვნილებისა და მომარაგების კანონს. თურქეთში ან დასავლეთ ევროპაში მოთხოვნა არის მეძავებზე ან იაფფასიან მუშა ხელზე და ადამიანით მოვაჭრეები ცდილობენ დააკმაყოფილონ ეს მოთხოვნა და აცდუნებენ მსხვერპლს შეპირებებით კანონიერი დასაქმების შესახებ. ის ადამიანები, რომლებიც ამგვარი მოპყრობის მსხვერპლნი ხდებიან, ხშირად სარგებლობენ იმ კომპანიის მომსახურებით, რომელიც ჰპირდება მათ ვიზას იმ უცხო ქვეყანაში სამუშაოდ წასვლისათვის, რომლის ვიზის კანონიერი გზით  მოპოვებაც რთულია ან პრაქტიკულად შეუძლებელი.


ზოგჯერ ამ არაკანონიერ საქმიანობაში ხდება ისეც, რომ კლიენტებს აძლევენ ყალბ ვიზას, მაგრამ უცხო ქვეყანაში ჩასულებმა უკვე თვითონ უნდა იშოვნონ სამუშაო. მაგალითად, შეიძლება ერთმა პირმა გადაუხადოს რომელიმე ფირმას ფული საბერძნეთის ვიზისათვის. შემდეგ ეს პირი აღმოჩნდება თურქეთის ან რუსეთის მიმართულებით მიმავალ ავტობუსში და იმედოვნებს რომ დანიშნულების ადგილზე უსაფრთხოდ ჩავა. უფრო ხშირია ისეთი შემთხვევები, როდესაც კლიენტებს ფირმები ჰპირდებიან ვიზასაც და საზღვარგარეთ დასაქმებასაც, მაგრამ იმის ნაცვლად, რომ დაპირებისამებრ საზღვარგარეთ მუშაობა დაიწყონ, ვთქვათ, ოფიციანტად, ქალებს ხშირად აიძულებენ პროსტიტუციაში ჩართვას ან ასრულებინებენ მონურ სამუშაოს ქარხნებში. მამაკაცებს ხშირად იმაზე ბევრად ნაკლებს უხდიან, ვიდრე დაჰპირდნენ და ისინიც იძულებულნი არიან მრავალი საათის განმავლობაში იმყოფებოდნენ მძიმე სამუშაო პირობებში. ხშირად ქალებსაც და მამაკაცებსაც ე.წ. ექსპლუატატორები ართმევენ პასპორტებს, მას შემდეგ რაც უცხო ქვეყანაში ჩავლენ, რაც ართულებს მსხვერპლთა გაქცევას.
გარდა იმისა, რომ საქართველო არის ის ქვეყანა, რომლიდანაც არიან ადამიანით ვაჭრობის მსხვერპლნი, იგი ასევე არის პოპულარული სატრანზიტო ქვეყანა, რომლის გავლითაც გადაჰყავთ ახალგაზრდა რუსი და უკრაინელი ქალები თურქეთში, რომლებმაც იქ მეძავებად უნდა იმუშაონ.
რუსეთისა და სამხრეთ ოსეთის საზღვარი, ხშირ შემთხვევაში, არის ის ადგილი სადაც ხდება ადამიანით მოვაჭრეთა საქართველოში შემოსვლა და გასვლა. კორუფცია და მექრთამეობა მზარდი კოეფიციენტით ხასიათდება საქართველოში, რომელიც რამოდენიმე ხნის წინ მსოფლიოს ყველაზე კორუმპირებულ ქვეყანათა შორის ბანგლადეშისა და ნიგერიის შემდეგ მესამედ დაასახელეს. თეორიულად ქრთამის აღება უფრო ადვილია სამხრეთ ოსეთისა და რუსეთის საზღვარზე, ვიდრე სხვა საზღვრებზე, რადგანაც ამ ტერიტორიაზე ცენტრალური ხელისუფლების გავლენა ბევრად უფრო სუსტია და ეკონომიკური პირობებიც უარესია, რაც იმას ნიშნავს, რომ უფრო მეტია ალბათობა იმისა, რომ მესაზღვრეები ქრთამს აიღებენ და უფრო ნაკლებია იმის შანსი, რომ ისინი ზემდგომ ორგანოებს მოახსენებენ რაიმე უკანონო ქმედების შესახებ. შედარებით ცოტა რამ არის ცნობილი აფხაზეთში ტრეფიკინგის შესახებ. მიუხედავად ამისა ცნობილია, რომ აფხაზები ძალიან დაბალი ანაზღაურების სანაცვლოდ მუშფობენ სამხრეთ რუსეთში.


ამჟამად ყველაზე დიდი ორგანიზაცია, რომელიც საქართველოში მუშაობს ტრეფიკინგთან ბრძოლასთან დაკავშირებით არის IOM.  IOM-ი საქართველოში მოიპოვებს და ანახლებს ინფორმაციას, როგორც კი ასეთი ინფორმაცია ხელმისაწვდომი გახდება და გარკვეული ორგანიზაციები სთავაზობენ ხალხს ვიზებს და საზღვარგარეთ დასაქმებას. იმ ხალხთან გასაუბრების შემდეგ, რომლებიც საზღვარგარეთ იმყოფებოდნენ და ყვებიან მათი გამოცდილების შესახებ და მათი ნაამბობის იმ პირობებთან შედარებით, რომელსაც დამსაქმებელი ორგანიზაციები პირდებიან თავიანთ კლიენტებს, შეგვიძლია ერთმანეთისაგან განვასხვავოთ კანონიერი ორგანიზაციები და ის ორგანიზაციები, რომლებიც ტრეფიკინგს ეწევიან. თუმცა, ის ორგანიზაციები, რომლებიც ცნობილი ხდებიან, როგორც ტრეფიკინგში ჩართული ორგანიზაციები ხშირად იცვლიან სახელებს და მისამართებს, რაც ართულებს მათი პოტენციური კლიენტების გაფრთხილებას მოსალოდნელი საშიშროების შესახებ. IOM-ში მოქმედებს ცხელი ხაზი, რომელიც სხვადასხვა სახის მომსახურებას სთავაზობს პირებს, რომლებიც რეკავენ ამ ხაზზე, მათ შორის აწვდიან ინფორმაციას კონკრეტული დამსაქმებელი ორაგანიზაციის შესახებ, თუ, რა თქმა უნდა, ასეთი ინფორმაცია მათთვის ხელმისაწვდომია.



ჰულსტი აფრთხილებს ქართველებს, რომლებიც ცდილობენ საზღვარგარეთ სამუშაოდ წასვლას, რომ საქართველოში მხოლოდ რამოდენიმე ორგანიზაციაა აბსოლუტურად კანონიერი, დანარჩენები კი უკანონო საქმიანობას ეწევიან, რაც სხვადასხვანაირად გამოიხატება: ან ყალბი ვიზის გაცემით, ან ადამიანით ვაჭრობაში ჩართვით ან ორივეთი ერთად.
     /მომზადებულია ინტერნეტში მოძიებული თავისუფალი ინფორმაციით/