სსიპ ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ კუჭატნის საჯარო სკოლაში 2019 წლის
1 ოქტომბრიდან მუშაობას იწყებს სამოქალაქო განათლების წრე. წრის ხელმძღვანელი - სამოქალაქო განათლების პედაგოგი თამარ მელქოშვილი.
წრის მიზანი:
წრის მუშაობის მიზანია მოსწავლეებმა გააცნობიერონ თუ
რა არის დემოკრატია,რატომ ირჩევს მსოფლიოს სხვადასხვა ხალხი საზოგადოების დემოკრატიულ
მოწყობას,რა უპირატესობა აქვს მას მმართველობის არადემოკრატიულ ფორმებთან შედარებით.აღნიშნული
საკითხების გაცნობა მოსწავლეებს დაეხმარება კარგად გაიაზრონ დემოკრატიული მმართველობის
ფორმის უპირატესობა ტოტალიტარიზმთან შედარებით.მოსწავლეები გაიაზრებენ, თუ რამდენად
ადვილია დემოკრატიული მმართველობის დროს დაიცვან თავისი და სხვისი უფლებები. ურთიერთთანამშრომლობისა
და თანასწორობის პრინციპის დაცვით შეძლებენ,დისკრიმინაციული ქცევების აღმოფხვრას.
ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით სამოქალაქო
განათლებას ნაკლები დრო ეთმობა. საჭიროდ ჩავთვალე ჩამომეყალიბებინა
წრე. წრე შექმნილია 2019-2020 სასწავლო წლის I სემესტრში. წრე დაკომპლექსებულია X
კლასის მოსწავლეებით.
1. ბაირამაშვილი ქრისტინა
2. გაგლოშვილი გიორგი
3. დარჩიაშვილი შოთა
4. მამაციანი ნინი
5. მინდიაშვილი ნინო
6. საიქვაძე ნინო
7. სოლომნიშვილი ამირანი
8. ხარებაძე მარიამი
9. ჯაღიაშვილი ნიკა
სამოქალაქო განათლება შედარებით ახალი საგანია.
ბოლო პერიოდში საქართველომ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა სამოქალაქო განათლების ხელშეწყობის
კუთხით. მას შემდეგ რაც სამოქალაქო სასკოლო საგანი გახდა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა
მოზარდთა და სამართლებრივი ცნობების დონე, ურთიერთდამოკიდებულება, შეიცვალა მათი მსოფლმხედველობა.
მოსწავლეებში დამოკიდებული და კრიტიკული აზროვნების
უნარების კიდევ უფრო განვითარებისა და მათი საგანში ცნობიერების ამაღლების მიზნით საჭიროდ
ჩავთვალე ჩამომეყალიბებინა წრე სამოქალაქო განათლებაში.
სამოქალაქო განათლების წრის შესახებ ვესაუბრე
მოსწავლეებს და მათ მშობლებს. ისინი ჩემს ინიციატივას დადებითად შეხვდნენ. მე გავაცანი
მათ საწრეო მუშაობის პროგრამა და მეცადინეობის ხანგრძლივობა. ავირჩიეთ ყველა საწრეო
მუშაობაში ჩართული მოსწავლეებისათვის სასურველი დღე ხუთშაბათი, მეშვიდე გაკვეთილი
( 45 წთ) და შევუდექით მუშაობას.
საწრეო მუშაობის შედეგად მოხდა მოსწავლეების
ცოდნის დაგროვება და გაღრმავება, კიდევ უფრო გაიზარდა მათი აქტიურობა და ინტერესი საგნის
მიმართ.
ამ შეხვედრებმა არა მარტო მოსწავლეებზე
არამედ ჩემზეც ძალიან დადებითი შედეგი იქონია ჩემი პროფესიული ზრდის თვალსაზრისით.
საწრეო მუშაობის ხანგრძლივობა
და შეხვედრების განრიგი
წრე ტარდება კვირაში ერთხელ, ხუთშაბათს, მეშვიდე
გაკვეთილზე. წრეზე განსახილველი საკითხები წინასწარ არის გაწერილი, რომელიც ემსახურება
მოსწავლის სააზროვნო დამოუკიდებელი და კრიტიკული უნარების განვითარებას.
სამოქალაქო
განათლების საწრეო მუშაობის გეგმა.
საერთაშორისო სახელმწიფოთაშორისო და არასამთავრობო
ორგანიზაციები.
N
|
თვე და რიცხვი
|
სამუშაო პროგრამა
|
1
|
3.10
|
წრის მიზანი
|
2
|
10.10
|
გაერო
|
3
|
17.10
|
იუნესკო
|
4
|
24.10
|
ეუთო
|
5
|
31.10
|
იუნისეფი
|
6
|
7.11
|
ევროსაბჭო
|
7
|
14.11
|
ევროკავშირი
|
8
|
21.11
|
ნატო
|
9
|
28.11
|
არასამთავრობო
ორგანიზაციები
|