1.10.19

წრე ფიზიკურ აღზრდაში IV კლასი ( პედაგოგი თამარ მელქოშვილი )


                                                                          წრის შესახებ
                     წრე ფიზიკურ აღზრდაში  IV კლასი  ( პედაგოგი თამარ მელქოშვილი )
       ბავშვთა სწორი ფიზიკური აღზრდა და ჯანმრთელობისათვის, მივიწყებული საბავშვო თამაშობების გახსენებისათვის საჭიროდ ჩავთვალე ჩამომეყალიბებინა წრე ფიზიკურ აღზრდაში.
       წრე შექმნილია 2019-2020 სასწავლო წლის  I სემესტრში. წრე დაკომპლექსებულია IV კლასის მოსწავლეებით:
1.       ლევანი გაგლოშვილი
2.       დავით გასპარიანი
3.       მარიამ დარჩიშვილი
4.       ნიკოლოზ თარზიანი
5.       მარიამ მელქოშვილი
6.       ლუკა მინდიაშვილი
7.       შოთიკო ხოსიკურიძე
      დაწყებითი კლასების მოსწავლეები განსაკუთრებით აქტიურები არიან ფიზ. აღზრდის გაკვეთილებზე და ყველა დავალებას გაკვეთილზე ხალისიანად და ენერგიულად ასრულებენ. მათი აქტიურობა, ხალისიანობა და ენერგიულობა მინდა გამოვიყენო მივიწყებული თამაშების აღსადგენად, ამიტომ გადავწყვიტე წრის შექმნა.
       წრის შეასახებ გავესაუბრე ბავშვებს და მათ მშობლებს. ბავშვები გახარებული და აღტაცებულნი შეხვდნენ ჩემს ინიციატივას.
       შევიმუშავე საწრეო მუშაობის პროგრამა, განვსაზღვრეთ მეცადინეობების ხანგრძლივობა, ავირჩიეთ სასურველი დღე სამშაბათი მეექვსე გაკვეთილი (45 წუთი) და შევუდექით მუშაობას.

                          საწრეო მუშაობის ხანგრძლივობა და შეხვედრების განრიგი
      წრე ტარდება კვირაში ერთხელ სამშაბათს, მეექვსე გაკვეთილზე. თამაშობები წინასწარ არის გაწერილი, რომლებიც ემსახურება ბავშვთა ჯანმრთელობას, სწორ ფიზიკურ აღზრდას და გონებრივ განვითარებას.
     
                           საწრეო მუშაობის გეგმა ფიზიკურ აღზრდაში
1.       1.10   შვიდკრამიტაობა
2.       8.10    რეზინობანა
3.       15.10   სალაობა
4.       22.10   კლასობანა
5.       29.10   ლოტო
6.       5.11    ბადბინტონი
7.       12.11   ერთი, ორი, ჰოპ
8.       19.11   შაში
9.       26.11  ამის პატრონმა რა ქნას