საწრეო მუშაობის რეფლექსია
ფიზიკური აღზრდის წრის ხელმძღვანელის თამარ მელქოშვილის
საწრეო მუშაობის რეფლექსია
2019-2020 სასწავლო წლის I სემესტრში შეიქმნა წრე
ფიზიკურ აღზრდაში. მასში გაერთიანდა II კლასის 6 მოსწავლე და III
კლასის 2 მოსწავლე.
წრე ტარდებოდა კვირაში ერთხელ, ხუთშაბათ დღეს
მე-6 გაკვეთილზე, 45 წუთი. საწრეო მუშაობის ხანგრძლივობა შეადგენდა 9 მეცადინეობას.
წრეზე შესასრულებელი თამაშები წინასწარ იყო გაწერილი, რომელიც ემსახურებოდა მოსწავლეთა
ჯანმრთელობის გაკაჟებას და მათ გართობას. ინფორმაცია წრის შესახებ დროულად იყო ხელმისაწვდომი
ყველასათვის. შევადგინე საწრეო მუშაობის პროგრამა, რომლის მიზანი სწორი ფიზიკური აღზრდისა
და გაკაჟებასთან ერთად იყო მივიწყებული საბავშვო თამაშების გაცოცხლება, რაც საინტერესოს,
ხალისიანს და მრავალფეროვანს გახდიდა ბავშვების ცხოვრებას. მეცადინეობის პერიოდში ეტაპობრივად
გავიარეთ გათვალისწინებული თამაშები. მოსწავლეები თავად იყვნენ აქტიურად ჩართული სამუშაო
პროცესში, დიდი ხალისით თამაშობდნენ თითოეულ მივიწყებულ თამაშს და დიდი სურვილი ჰქონდათ
სათამაშო დროის გახანგრძლივების, თუმცა იყო უმნიშვნელო ხარვეზებიც, უამინდობის გამო
მომიწია წინასწარ გაწერილი თამაშების თანმიმდევრობის შეცვლა (ერთხელ). მიუხედავად ამისა
საწრეო მუშაობა მიზანს მიაღწია და ყველა მოსწავლემ გამოთქვა სურვილი II სემესტრში საწრეო მუშაობის
გაგრძელების შესახებ. ასე რომ საწრეო მუშაობამ I სემესტრში ნაყოფიერად
ჩაიარა.