საწრეო მუშაობის რეფლექსია
სამოქალაქო განათლების წრის ხელმძღვანელის
თამარ მელქოშვილის საწრეო მუშაობის რეფლექსია
2019-2020 სასწავლო წლის I სემესტრში
შეიქმნა წრე სამოქალაქო განათლებაში, რომელშიც გაერთიანდა X
კლასის 9 მოსწავლე. წრე ტარდებოდა კვირაში ერთხელ, ხუთშაბათს,
მე-7 გაკვეთილზე. საწრეო მუშაობის ხანგრძლივობა ითვალისწინებდა 9 მეცადინეობას. წრეზე
განსახილველი თემები წინასწარ იყო გაწერილი, რომელიც ემსახურებოდა მოსწავლის სააზროვნო
უნარების განვითარებას და მოტივაციის ამაღლებას საგნისადმი. ინფორმაცია წრის შესახებ
დროულად იყო ხელმისაწვდომი ყველა დაინტერესებული პირისათვის. შევადგინე სამუშაო პროგრამა,
რომელიც შესაბამისობაში იყო ესგ-სთან. საწრეო მუშაობის მიზანი იყო მოსწავლეთა ცოდნის
გაღრმავება ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნილების მიხედვით სამოქალაქო განათლებაში.
მეცადინეობის პერიოდში ეტაპობრივად განვიხილეთ პროგრამით გათვალისწინებული საკითხები.
ჩემი მიზანი იყო რომ მოსწავლეთათვის ჩამენერგა
საკუთარი თავის რწმენა და გამომემუშავებინა მათთვის დადებითი დამოკიდებულება წრის მიმართ.
იმ მ მიზნით რათა მეტი ცოდნა დაეგროვებინათ სამოქალაქო განათლებაში.
საწრეო მუშაობის პერიოდში მოტივაციის ასამაღლებლად
ვახალისებდი მოსწავლეების წარმატებას. მოსწავლეები აკვირდებოდნენ თავიაანთ ნამუშევრებს,
მათში არსებულ შეცდომებს და მსჯელობის გზით მიდიოდნენ სწორ პასუხამდე.
მაქსიმალურად ვცდილობდი სასწავლო გარემო ყოფილიყო
მშვიდი, კეთილგანწყობილ ურთიერთობებზე აგებული, რომელიც ხელს შეუწყობდა ცოდნის გაღრმავებასთან
ერთად თანამშრომლობითი უნარ-ჩვევების განვითარებას. მოსწავლეები თავად იყვნენ აქტიურად
ჩართული სამუშაო პროცესში. მუშაობდნენ როგორც ინდივიდუალურად ასევე წყვილებში და ჯგუფურად.
ყოველი შეხვედრა იყო სახალისო და საინტერესო. მოსწავლეები ყოველთვის ხალისით რჩებოდნენ
წრის მეცადინეობაზე. გაუღვივდათ ინტერესი და პატივისცემა საგნისადმი, გაიზარდა მოსწავლეთა
ცოდნის დონე, რაც რამდენიმე მოსწავლის აკადემიურ შედეგზეც კი აისახა. თუმცა იყო ხარვეზიც,
სწავლის პროცესში როცა საჭიროებამ მოითხოვა შევცვალე მასალის თანმიმდევრობა, მიუხედავად
ამისა საწრეო მუშაობამ მიზანს მიაღწია და ხელი შეუწყო საგნის პოპულარიზაციას. წრის
მუშაობით დაინტერესებულები იყვნენ მშობლებიც, მათ სურვილი გამოთქვეს, რომ კარგი იქნებოდა,
თუ მომავალშიც გაგრძელდებოდა ამ კუთხით მუშაობა, ასე რომ შემიძლია თამამად დავასკვნა,
სემესტრის განმავლობაში საწრეო მუშაობამ ნაყოფიერად ჩაიარა.