საწრეო მუშაობის რეფლექსია
მოქალაქეობის
წრის ხელმძღვანელის თამარ მელქოშვილის საწრეო მუშაობის რეფლექსია.
2019-2020 სასწავლო წლის I სემესტრში შეიქმნა წრე
„მოქალაქეობაში“, სადაც გაერთიანდა მე-7 კლასის 4 მოსწავლე.
საწრეო მუშაობა ტარდებოდა კვირაში ერთხელ, სამშაბათს,
მეშვიდე გაკვეთილზე. საწრეო მუშაობის ერთი მეცადინეობის ხანგრძლივობა 45 წუთი იყო.
საწრეო მუშაობის ხანგრძლივობა ითვალისწინებდა 8 მეცადინეობას. წინასწარ იყო გაწერილი
წრეზე განსახილველი თემები, რომელიც ეხმარებოდა მოსწავლეებს სააზროვნო უნარების განვითარებისა
და საგნისადმი მოტივაციის ამაღლებაში. ყველა დაინტერესებული პირისათვის ინფორმაცია
დროულად იყო ხელმისაწვდომი. შედგენილი სამუშაო პროგრამა შესაბამისობაში იყო ესგ-სთან.
ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნილების მიხედვით საწრეო მუშაობის მიზანი იყო სამოქალაქო
განათლებაში მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავება. ეტაპობრივად იქნა განხილული პროგრამით გათვალისწინებული
საკითხები.
მაქსიმალურად ვცდილობდი რომ სასწავლო გარემო
ყოფილიყო მშვიდი, აგებული კეთილგანწყობილ ურთიერთობებზე, რომელიც ხელს შეუწყობდა თანამშრომლობითი
უნარ-ჩვევების განვითარებას და ცოდნის გაღრმავებას. საწრეო მუშაობაში მოსწავლეები მუშაობდნენ
ინდივიდუალურად, წყვილებში და ჯგუფურად. ყოველი მეცადინეობა იყო საინტერესო, სახალისო
და გამომდინარე აქედან მათ გაუღვივდათ საგნისადმი ინტერესი და შესაბამისად გაიზარდა
მათი ცოდნის დონეც. საწრეო მუშაობამ მიზანს მიაღწია და ყველა მოსწავლემ გამოთქვა სურვილი
საწრეო მუშაობის გაგრძელების შესახებ. წრის მუშაობით კმაყოფილნი იყვნენ მშობლებიც.
ასე რომ საწრეო მუშაობამ ნაყოფიერად ჩაიარა.