საწრეო მუშაობის
რეფლექსია VIII კლასი
სამოქალაქო თავდაცვისა და უსაფრთხოების წრის
ხელმძღვანელის თამარ მელქოშვილის საწრეო მუშაობის რეფლექსია
2019-2020 სასწავლო წლის I სემესტრში შეიქმნა წრე
და გაერთიანდა VIII კლასის 8 მოსწავლე. წრე ტარდებოდა კვირაში ერთხელ, სამშაბათს, მეშვიდე
გაკვეთილზე, 45წუთი. საწრეო მუშაობის ხანგრძლივობა შეადგენდა 9 მეცადინეობას, რომელზეც
განსახილველი თემები წინასწარ იყო გაწერილი და ემსახურებოდა მოსწავლეთა მეტაკოგნიტური
უნარების განვითარებას და საგნისადმი მოტივაციის ამაღლებას. წრის შესახებ ინფორმაცია
ყველა დაინტერესებული პირისათვის იყო ხელმისაწვდომი. წრის სამუშაო პროგრამა ესგ-სთან
იყო შესაბამისობაში. ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნილების მიხედვით მოსწავლეთა ცოდნის
გაღრმავება იყო საწრეო მუშაობის მიზანი. პროგრამით გათვალისწინებული საკითხები ეტაპობრივად
იქნა განხილული.
საწრეო მუშაობის გარემო ყოველთვის იყო მშვიდი,
თბილი, საინტერესო, აგებული კეთილგანწყობილ ურთიერთობებზე, რომელიც ხელს უწყობდა მოსწავლეებში
თანამშრომლობითი უნარ-ჩვევების განვითარებასა და ცოდნის გაღრმავება-განმტკიცებას.
საწრეო მუშაობაში ხდებოდა მოსწავლეთა მუშაობა
ინდივიდუალურად, წყვილებში და ჯგუფებად. შეისწავლეს და დახვეწეს დამოუკიდებლად აზრის
გამოთქმის სხვისი აზრის პატივისცემის ტექნიკა, განსაზღვრეს ჯგუფური მუშაობის დროს თითოეული
ჯგუფის წევრის წილი საერთო საქმიანობაში. გაიზარდა მოსწავლეთა ცოდნის დონე, პატივისცემა
საგნისადმი და შემიძლია ვთქვა, რომ საწრეო მუშაობამ დადებითი შედეგი გამოიღო.