27.11.19

სამოქალაქო განათლების საწრეო მუშაობის რეფლექსია IX კლასი


საწრეო მუშაობის რეფლექსია IX კლასი
      მე-9 კლასის სამოქალაქო განათლების წრის ხელმძღვანელის თამარ მელქოშვილის საწრეო მუშაობის რეფლექსია.
       მე-9 კლასში სამოქალაქო განათლების წრე შეიქმნა 2019-2020 სასწავლო წლის I სემესტრში, სადაც გაერთიანდა  IX კლასის 5 მოსწავლე.
       წრე ტარდებოდა კვირაში ერთხელ, ორშაბათს, მე-7 გაკვეთილზე , 45 წუთი. საწრეო მუშაობის ხანგრძლივობა შეადგენდა 7 მეცადინეობას, რომლებზეც თემები წინასწარ იყო გაწერილი და ემსახურებოდა მოსწავლეთა მეტაგოგნიტური უნარების განვითარებას და საქმისადმი ინტერესის გაზრდას. ყველა დაინტერესებული პირისათვის ინფორმაცია დროულად იყო ხელმისაწვდომი. შევადგინე საწრეო მუშაობის პროგრამა ესგ-თან შესაბამისობაში.
       საწრეო მუშაობის მიზანი იყო მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავება-განმტკიცება ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნილების მიხედვით სამოქალაქო განათლებაში. მეცადინეობის პერიოდში ეტაპობრივად განვიხილეთ პროგრამით გათვალისწინებული საკითხები. საწრეო მუშაობის დროს ჩემი მიზანი იყო მოსწავლეთათვის ჩამენერგა საკუთარი ძალების რწმენა და გამომემუშავებინა მათთვის დადებითი დამოკიდებულება წრის მიმართ.
       საწრეო მუშაობის პერიოდში მაქსიმალურად ვცდილობდი სასწავლო გარემო ყოფილიყო მშვიდი, აგებული კეთილგანწყობილ ურთიერთობებზე, რომელიც ხელს შეუწყობდა ცოდნის გაღრმავებასთან ერთად თანამშრომლობითი უნარ-ჩვევების განვითარებას. სამუშაო პროცესში მოსწავლეები თავად იყვნენ აქტიურად ჩართულნი, მუშაობდნენ ინდივიდუალურად, წყვილებში და ჯგუფურად. ყველა შეხვედრა სახალისო და საინტერესო იყო, ხალისით რჩებოდნენ წრის მეცადინეობაზე, გაუღვივდათ პატივისცემა და ინტერესი საგნისადმი. გაიზარდა მოსწავლეთა ცოდნის დონე.
       ამ შეხვედრებმა არა მხოლოდ მოსწავლეებზე, არამედ ჩემზეც ძალიან დადებითი შედეგი იქონია ჩემი პროფესიული ზრდის თვალსაზრისით. პროფესიული ზრდა კი ჩემთვის როგორც პედაგოგისათვის ძალიან მნიშვნელოვანია.